1geo

fb you od

აშუღ ჯივანის დღესასწაული თბილისსა და კარწახში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017 წლის 27 აგვისტოს, დიდი ჯივანის დღესასწაული აღინიშნა  ახალქალაქის რაიონის   სოფელ კარწახში აშუღის სახლ-მუზეუმის გახსნით. ჯერ კიდევ გასულ წელს გახსნილი მუზეუმის დარბაზი წელს შეივსო მოგონების ნაწილით.

მართლაც სადღესასწაულო დღე იყო ჯივანის მშობლიურ სოფელში. დღესასწაული დაიწყო „სურბ ჰოვანეს მკრტიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიით, რომელიც აღევლინა  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტის, ბაბგენ სალბიანის, საპატიო წინამძღოლობით და  ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის ღირსეული მღვდლის ტათევ მარუქიანის მონაწილეობით. მწირველი იყო სოფელ კარწახის სულიერი მოძღვარი, ღირსეული მღვდელი ტიგრან მხითარიანი. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ სომხეთის  რესპუბლიკის სახალხო არტისტი რუბენ მათევოსიანი, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის  სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სოს საჰაკიანი, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აშოტ ჰაკობიანი, ახალქალაქის გამგეობის   კულტურის განყოფილების დირექტორი ვალერი სტელმაშოვი, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აშოტ მელქონიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს დელეგაცია, ეპარქიის ოფიციალური პირები     და სხვები.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, სტუმრები ეწვივნენ ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის მიერ აშენებულ და კეთილმოწყობილ ჯივანის სახლ-მუზეუმს და მონაწილეობა მიიღეს გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები და სტუმრები დედაქალაქ თბილისიდან, საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან.

საზეიმო დღე სოფელ კარწახში დასრულდა      სადღესასწაულო ზეიმით და მასპინძლობით ღია ცის ქვეშ.   

ტრადიციის თანახმად, დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს ასევე თბილისელმა სომხებმა. გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორ ვან ბაიბურთიანის ხელმძღვანელობით, სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები დილით შეიკრიბნენ სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონში, სადაც დაკრძალულია  ჯივანი.   

აქ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით აღევლინა პარაკლისი და გავრცელდა საკმევლის სურნელი. ცერემონიას ესწრებოდნენ  თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის  თანამდებობის პირები და მსახიობები, თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ასევე სტუმრები სომხეთიდან. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ჯივანისა და სხვა სომეხ დიდებულთა საფლავები.

1-1 1-2 1-3 1-4 

1-5 1-6 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)