ზაფხულის კონცერტი ახალქალაქში |
სიახლეები |
2017 წლის 26 აგვისტოს, ახალქალაქში ზაფხულის კონცერტების სერიით გამოვიდა ერევნის „მხითარ სებასტაცი“ საგანმანათლებლო კომპლექსის საინიციატივო ჯგუფი. კონცერტებმა ჩაიარა სახელწოდებით "სულიერი ხიდები". ღონისძიების სახელწოდების შესაბამისად კონცერტის პირველი ნაწილი გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის საეპისკოპოსოს დარბაზში. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, ახალქალაქის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი მღვდელი ტათევ მარუქიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მსახური, მღვდელი მამა ალექსანდრე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ერევნიდან ჩამოსულმა შუშან ბლეიანმა და თერეზა ბეგლარიანმა, ლილით არაქელიანის აკომპონირებით, ასევე ჯავახეთიდან არმენ მკოიანმა და ანაჰიტ სტელმაშოვამ. კონცერტის დასრულების შემდეგ, შუშან ბლეიანმა მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს და არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანს, მიღებისა და პროგრამის განხორციელებაში მხარდაჭერისათვის. არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა აკურთხა დამსწრეები და მაღალი შეფასება მისცა მუსიკოსთა მაღალი დონის შესრულებებს. კონცერტის მეორე ნაწილი გაიმართა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში. აქ შუშან ბლეინი და თერეზა ბეგლარიანი გამოვიდნენ საგალობლების სულში ჩამწვდომი შესრულებით. კონცერტს ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი რუბენ მათევოსიანი, რომელიც გამოვიდა კონცერტის ბოლოს. შემდეგ ახალქალაქის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვრებმა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთუნიანმა და მღვდელმა ტათევ მარუქიანმა აკურთხეს ახალგაზრდა შემსრულებლები და სტუმრები. ღონისძიების დასასრულს ყველას ელოდა სიურპრიზი. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში მოეწყო ეთნოგრაფიული ცეკვების სწავლების გაკვეთილი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ცეკვის ჯგუფმა და ვაჩიანის ეთნოგრაფიული ცეკვის ჯგუფმა (სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი: ნასლეთ ქეიანი). |