1geo

fb you od

მჰერ მკრტჩიანის ხსოვნას პატივი მიეგო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

დღეს მჰერ მკრტჩიანის დაბადების დღეა

2017 წელს 4 ივლისს, კინოსა და თეატრის დიდ მსახიობს,  ცნობილ  კომიკოსს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს 87 წელი შეუსრულდებოდა.

თბილისის ავლაბრის უბანში, მეგობრობის სკვერში, აღმართულია ქართველი   რეჟისორის, გიორგი დანელიას, „მიმინოს“ მსახიობებისადმი მიძღვნილი კომპოზიციური მემორიალი, მათ შორის ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის,   მჰერ მკრტჩიანის ძეგლი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის  თანამშრომლებმა,  „ჰაიარტუნ“  ცენტრის   მასწავლებლებმა და  შემოქმედებითი ჯგუფების აღსაზრდელებმა, დიდი მსახიობის დაბადების დღის აღსანიშნავად,   გვირგვინით შეამკეს მსახიობის ძეგლი.

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მსახურმა, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, წაიკითხა „ოხვრა“    მჰერ მკრტჩიანის სულის სიმშვიდისთვის და ხსოვნის სიტყვა თქვა მსახიობზე, რომელიც ხალხის დიდი სიყვარულით   სარგებლობს.

აღარ არის ცნობილი მსახიობი და დიდი კომიკოსი, მაგრამ არის მისი განსახიერებული ასობით როლი ფილმებსა და თეატრის სცენაზე. ხალხს ახლაც უყვარს იგი, ღელავს, აღფრთოვანდება სცენისა და კინოს მისი განსახიერებული   პერსონაჟებით. ის ცოცხლობს სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა გულში.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)