1geo

fb you od

საეკლესიო ცერემონია სოფელ დადეშში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 10 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი ჯავახეთის ვიკარიატში დაგვირგვინდა ნამდვილად   წმინდა ცერემონიით.

ახალქალაქის რაიონის სოფელ დადეშში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის და ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის, ტათევ მარუქიანის  მონაწილეობით შესრულდა აღდგენის პროცესში მყოფი „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიის  გუმბათის და სამრეკლოს ჯვრებისა და ზარის   კურთხევის ცერემონია.   

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი,  ტორონტოს წმინდა სამების ეკლესიის სამრევლო საბჭოს თავმჯდომარე ოჰან ოჰანისიანი,   სტუმრები სომხეთსა და საქართველოდან.

წმინდა  ცერემონიის ბოლოს, სიტყვით გამოვიდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა. მან მიულოცა დადეშელებს, ახლო მომავალში მოქმედი  ეკლესიის ქონასთან დაკავშირებით და შეფასების სიტყვები უთხრა რუსეთში მცხოვრებ, დაბადებით დადეშელ ლიუდვიგ თუმასიანს, რომელიც არა მხოლოდ მფარველობს ეკლესიის აღდგენის სამუშაოებს, არამედ ეკლესიაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი აღმართა. მეუფემ ხაზი გაუსვა სოფლის მცხოვრებთა ერთიანობას და კონსოლიდირებას აღდგენითი სამუშაოების კოორდინატორის, ალბერტ მარსაჯიანის გარშემო და ეკლესიის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღების მათ მზაობას.  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ადგილობრივებს შეატყობინა, რომ მალე დასრულდება  მღვდელმსახურთა საცხოვრებლის   სარემონტო სამუშაოები და საზეიმოდ ხელმეორედ იქნება ნაკურთხი ეკლესია, რომელსაც დაესწრება ქველმოქმედი, რომელიც 50 წელია არ ყოფილა სოფელში.

სოფელი დადეში მდებარეობს  ახალქალაქიდან   13 კმ სამხრეთ-დასავლეთით. სოფლის   მცხოვრებთა  წინაპრები აქ ჩამოსახლდნენ   1830-იანი წლებში ერზრუმის პროვინციის სოფლებიდან - აშკალიდან, მუშიდან  და ყარსიდან. თავიდან დასახლდნენ სოფლებში  ჩიფიკსა და ჩამდურაში,  1845-46 წლებში გადმოსახლდნენ დადეშში, სადაც მათ დასახლებამდე ცხოვრობდა ძირძველი მოსახლეობა,    14 სომხური ოჯახი, ცხოვრობდნენ   ასევე ქურთები. სოფელში შემონახული    ღირსშესანიშნავი ნაგებობაა „სურბ ასტვაწაწინ“ ძველი ეკლესია.   1867 ძველ ეკლესიასთან  აშენდა ახალი და უფრო დიდი ეკლესია ამავე სახელწოდების, რომელიც   საბჭოთა ეპოქიდან არ მოქმედებს.   2014 წლიდან დადეშელების შემოწირულობით  ტარდება ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)