2017 წლის 18 მაისს, თბილისში, საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა კავკასიური სახლის სტუმრები იყვნენ “ჰორიზონტი“ საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციათა წარმომადგენლები. "კავკასიურმა სახლმა" მაღალი რანგის სტუმრებს წარუდგინა თბილისის მრავალეროვნული კულტურის ნიმუშებით შედგენილი ლამაზი კონცერტი.
შეხვედრა გახსნა "კავკასიური სახლის" დირექტორმა, ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა, მიესალმა სტუმრებს, დამსწრეებს გააცნო ჭეშმარიტად კავკასიის ხალხთა შეკრების სახლის, კულტურული კავშირების განვითარების საქმიანობა, დააფასა სხვადასხვა ენაზე გამართული ყველა სასწავლო კურსი, შემოქმედებითი ჯგუფები, შეხვედრები და ღონისძიებები, რომელთაც მიზნად აქვთ დასახული საქართველოში, კერძოდ თბილისში, კავკასიის მრავალეროვანი ხალხების კულტურის, ენის, ტრადიციების და თვითმყოფადობის შენარჩუნება. მრავალენოვან კონცერტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა. ცენტრის დუდუკის ჯგუფმა, ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, შეასრულა კომიტასის პოპური და ხალხური სიმღერა „წაღიკ ეს“. დუდუკის ტკბილმა, გულწრფელმა მელოდიამ მაშინვე მიიპყრო დამსწრეთა ყურადღება და დაიმსახურა მხურვალე ოვაციები. თავის გამოსვლაში ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა ხაზი გაუსვა "კავკასიური სახლის“ მხარდაჭერას საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში, მადლობა გადაუხადა „კავაკასიური სახლის“ დირექციას, ქალბატონი ნაირა გელაშვილის სახით, აღნიშნა, რომ დაწესებულება ყოველთვის მზად იყო მხარი დაეჭირა საქართველოს სომეხთა ეპარქიისთვის მაშინ, როდესაც ცენტრს არ ჰქონდა თავისი დარბაზი, „კავაკასიური სახლის“ დარბაზებს უთმობდა ღონისძიებების ჩასატარებლად. ახლაც კულტურული კავშირების განვითარების ეს ცენტრი თავის საქმიანობას მიმართავს ეროვნულ უმცირესობათა კულტურის განვითარებისკენ. შეხვედრა იყო მართლაც სანახაობრივი,წარმოადგენდა თბილისის მრავალეროვან კოლორიტს, თავისი სიმღერითა და ცეკვით, ეროვნული სამოსითა და მრავალფეროვნებით.
|