1geo

fb you od

ქალაქ რუსთავში სომხურ ენაზე პირველად აღევლინა წირვა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 9216 

სულ  ერთი კვირის წინ, ქალაქ  რუსთავში საზეიმოდ გაიხსნა „სურბ გრიგორ ნარეკაცი“     სასულიერო,  კულტურულ-საგანმანათლებლო  და ახალგაზრდული ცენტრი, რომლის გარშემო უნდა გაერთიანდეს ამ ქალაქის სომხური თემი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა წმინდა ქვა და ხატი, რომელთანაც ყოველ კვირა დღეს სასულიერო ცენტრში უნდა აღევლინოს საღმრთო ლიტურგია.

2017 წლის 21 მაისი  მართლაც გარდამტეხი დღე იყო ქალაქის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის.  ქალაქ   რუსთავისა და მარნეულის რაიონის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა აქ აღავლინა პირველი საღმრთო ლიტურგია, ამით აქაური სომხების ისტორიაში ახალი გვერდი ჩაიწერა, ასევე დაფიქსირდა პროგრესი საქართველოს სომეხთა ეპარქიის   სასულიერო  და რელიგიურ ცხოვრებაში.

პირველი საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად თბილისიდან სპეციალურად იყო ჩასული ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მორწმუნეთა ჯგუფი. ღელავდნენ რუსთაველები, თვალები სიხარულით ჰქონდათ გაბრწყინებული, ისინი მოსულნი იყვნენ ოჯახებით,  სასკოლო ასაკის ბავშვებთან ერთად, წმინდა წირვაში მონაწილეობის ა ზიარების მიღების სურვილით, მშობლიურ ქალაქში    სომხურ ენაზე წირვის მოსმენის სიხარულით, მშობლიურ ენაზე სალოცავად და ზიარების მიღების სულის ძახილით.  

მამა ნარეკი მიესალმა დამსწრეებს, განმარტა წმინდა ქვის და ხატის საიდუმლო, რომელიც ეკლესიის, მონასტრის და ტაძრის არარსებობის პირობებში სომეხთა წმინდა წირვის საფუძველია.   

წირვა ღრმა შინაარსიანი და ამაღელვებელი იყო, თბილისიდან ჩასულ მგალობელთა და მწიგნობართა მონაწილეობით.  

მამა ნარეკმა წირვის დროს  დეტალურად განმარტა სომეხთა ეკლესიის, წმინდა წირვის და ზიარების საიდუმლო, იქადაგა ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებასა და ეროვნული თვითმყოფადობის  შენარჩუნებაზე.    ხაზგასმით ისაუბრა ეკლესიისა და მშობლიური ენის როლზე ერის არსებობის ისტორიაში,  საგალობლების, ეროვნული კულტურის, ხალხური   ტრადიციების დაცვასა და შენარჩუნებაზე მსოფლიოში გაფანტულ სომხურ თემებში, როგორც ახლო ასევე შორეულ დიასპორებში. მწირველმა მღვდელმა წარმოადგინა ცენტრის საქმიანობის დასაწყისი,   ეს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის „სურბ ეღიშე“ საკვირაო სკოლაა, ბავშვებსა და ზრდასრულთათვის „ნემრუთ“ ცეკვის ანსამბლი, „ბერკრი“ სიმღერის გუნდი.    თუმცა, უმნიშვნელოვანესი სომეხთა ეკლესიაა, მისი   რიტუალები, განსაკუთრებით საღმრთო ლიტურგიები, რომლებიც ყოველ კვირა დღეს აღევლინება ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“   სასულიერო   ცენტრში.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა აღსარების წესი, მორწმუნეებმა მიიღეს წმინდა ზიარება.   გაჩნდა იმედი, რომ სულიერი ცენტრი იქნება     მამოძრავებელი ძალა, რომ ენთუზიაზმით გაერთიანდნენ სომეხთა ეკლესიის გარშემო და   მიაღწიონ იმ   კურთხეულ დღეს, როცა რუსთაველი  სომხები   საღმრთო ლიტურგიას აღავლენენ ამ ქალაქის სომხურ ეკლესიაში.

IMG 9207 IMG 9247 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)