1geo

fb you od

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული  „ჰაიარტუნ“  ცენტრის ცნობადობა დიდი ხანია გასცდა თბილისისა და საქართველოს ფარგლებს. მშობლიურ  ენაზე მოქმედი ეროვნული ცენტრის საქმიანობის ახლოდან გასაცნობად  და თანამშრომლობითი კავშირების დასამყარებლად თბილისში იყო ჩამოსული ერევნის შენგავითის ადმინისტრაციული ცენტრის კულტურის განყოფილების დელეგაცია,   ახალგაზრდული შემოქმედებითი  ცენტრის დირექტორის,   "Pro Pouz"  ცხოველთა კეთილდღეობის საქველმოქმედო საზოგადოების სომხეთის ოფისის ხელმძღვანელის, ნარე არამიანის,   ხელმძღვანელობით.

2017 წლის  6 მაისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ  „ჰაიარტუნ“  ცენტრში გაიმართა შეხვედრა დედა სამშობლოდან ჩამოსულ სტუმრებთან.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო ცენტრის საქმიანობის მიზნები, ხაზი გაუსვა   საქართველოში მშობლიური ენის გავრცელების, ეროვნული კულტურის განვითარების, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების, სომეხი ბავშვის სომხური სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით სამუშაოებს.

შემდეგ,  "ჰაიარტუნ" ცენტრსა და შენგავითის  ახალგაზრდულ  შემოქმედებით ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გახდება უშუალო  კონტაქტების, გამოცდილების გაზიარების, ოფიციალური და პრაქტიკული დელეგაციების მეშვეობით სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების    პლატფორმა.  მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა და შენგავითის   ახალგაზრდული შემოქმედებითი ცენტრის დირექტორმა.

სტუმრებმა იხილეს    "სურბ გრიგორ ნარეკაცი“  მშობლიური ენის სწავლების სკოლის გაკვეთილი, მოისმინეს „ნერსეს შნორჰალი“ სიმღერის გუნდის შესრულება, დაესწრნენ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა თამაშსა და მეცადინეობას,   ხაზი გაუსვეს იმას, რომ მოსმენილზე ბევრად შთამბეჭდავია მათი ნანახი, და ეროვნული დიდი თავდადებით მუშაობისთვის ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორს, ევგენია მარკოსიანს და „სურბ ნესეს შნორჰალი“ გუნდის ქორმაისტერს, მარი აბულიანს, გადასცეს მადლობის სიგელები.  

«Pro Pouz» ცხოველთა კეთილდღეობის საქველმოქმედო საზოგადოების  მასწავლებლებმა ალა არზუმანიანმა და კარინე ფანოსიანმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის ჩაატარეს ცხოველებთან სწორად მოპყრობის, მათი უფლებების ცოდნის გაკვეთილ-ტრენინგი.   

 დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ  შენგავითის რაიონის   კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელი არაქსია ლევონიანი და ტექნიკური   უზრუნველყოფის მომსახურების წარმომადგენელი მარინე შაჰინიანი.   სტუმრებს თან ახლდათ საქართველოს ცხოველთა უფლებების  კომიტეტის წარმომადგენელი   თინათინ  ჭავჭანიძე.

12 3 4

 5 6 7 8