1geo

fb you od

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია სომეხთა ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Jragaluyts 

2017 წლის 15 აპრილს, დიდ შაბათ დღეს,  საღამოს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია. ამ დღეებში, სპეციალური წესის დაცვით, ინთება  ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდება მორწმუნეებს, რის შემდეგაც  აღევლინება საღმრთო ლიტურგია.

თბილისის „სურბ გევორგ“  საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი  ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეკლესიის სულიერმა   მოძღვარმა, მღვდელმა სამველ თოროსიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში  სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, სტუმრები, მორწმუნეები.

საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა წაიკითხა,   უწმინდესისა და  უნეტარესის, ყოველთა სომეხთა  კათოლიკოსის, გარეგინ მეორის, სააღდგომო მილოცვა, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.     

მამა სამვლემა    ყველას აუწყა  მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი. მორწმუნეებმა სიყვარულით მიულოცეს ერთმანეთს.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის  დღესასწაული, საქართველოსა და სომხეთს უსურვა მშვიდობა, წინსვლა და განვითარება.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მორწმუნეებმა დაანთეს სანთლები და მაცხოვრის კურთხევის მიღების შემდგომ დაბრუნდნენ სახლებში, თან წაიღეს მაცხოვრის აღდგომის წმინდა სინათლე. შემდეგ შესრულდა წმინდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველი სახლის კურთხევის ცერემონია.  

„სურბ გევორგ“ ეკლესიის ეზოში, ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის და წყალკურთხევის ჯვრის ნათლიის, იური ერემიანის ინიციატივით, გაუმასპინძლდნენ მორწმუნეებს. ხალხის სვლა ეკლესიაში გაგრძელდა შუაღამემდე.   

იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ყველა  მოქმედ ეკლესიაში.

1 2 3 4 

5 6 7 8 

9 10 11 12 

13 14 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)