სადღესასწაულო ნობათი მარტოხელა ასაკოვან ადამიანებს |
სიახლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, კერძოდ თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში, კეთილ ტრადიციადაა ქცეული მარტოხელა მოხუცების სააღდგომო დღესასწაულის მილოცვა საჩუქრებით. თბილისის სომეხი მორწმუნეები დახმარებას უწევენ იმ ოჯახებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ, და ყველა ოჯახში ქრისტეს აღდგომის დღეს დღესასწაულად აქცევენ. ეს ლამაზი ინიციატივა წელსაც განხორციელდა. 2017 წლის 14 და 15 აპრილს, თბილისის ორ ეკლესიაში, „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, ეკლესიების ჯვრის ნათლიების - იური ერემიანის და კარენ სარგსიანის და მორწმუნეთა მხარდაჭერით, სადღესასწაულო ნობათით საჩუქარი მიიღო ასზე მეტმა თბილისელმა მრავალსულიანმა, გაჭირვებულმა ოჯახმა, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცმა. საქველმოქმედო აქციის ინიციატორი ყოველწლიურად მრავალი წლის განმავლობაში არის საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი), საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს და თბილისის ორი ეკლესიის სასულიერო პირთა მხარდაჭერით. სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში სიყვარულითა და მზაობით ერთვება მრავალი სომეხი ადამიანი. |