1geo

fb you od

თბილისელმა სომეხმა მოსწავლეებმა განადიდეს დედები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 8997 

2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურებამდე გაიმართა მყუდრო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ხარებას,  კერძოდ კი - დედისა და სილამაზის   დღეს.

ღონისძიება, „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის "ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის" ინიციატივით, ორგანიზებული იყო  კავშირის  მდივნის,   თბილისის 103-ე ქართულ-სომხური საჯარო სკოლის სომხური ენისა  და ლიტერატურის ღვაწლმოსილი მასწავლებლის გაიანე მხითარიანის მიერ.   მონაწილეობდნენ სომხური სექტორის სხვადასხვა კლასების მოსწავლეები.   

ღონისძიებას დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ,  ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა   

ეკლესიაში   შეკრებილმა  მშობლებმა, სტუმრებმა  და მორწმუნეებმა მოისმინეს ყოველთვის აქტუალური, ყოველთვის   ძვირფასი  და შეუცვლელი დედებისადმი  მიძღვნილი სომეხი პოეტების   ლექსები, შემკობილი ბრძნული   გამონათქვამებითა და ლამაზი სიმღერებით, რომელიც შეასრულეს ღონისძიების მონაწილეებმა.

„სურბ გევორგ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა  ღირსეულმა  მღვდელმა, სამველ თოროსიანმა, მადლიერების სიტყვით მიმართა მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციის მონაწილეებს, ორგანიზატორ-პედაგოგს, ვინც   მოსწავლეებში ერთგულებით განამტკიცებს საეკლესიო დღესასწაულების მნიშვნელობას, ხალხურ ტრადიციებს.

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა  ისაუბრა  ხარების დღესასწაულზე, დღესასწაულის საიდუმლოზე,   წმინდა ქალწულის ღვთის  მორჩილად   მსახურებაზე,  მის     თავმდაბლობასა და  მაცხოვრის შობის რწმენაზე.  მეუფემ ყველა მარიამს მიულოცა   ღვთისმშობლის სახელის ტარება. ყველა დედას უსურვა   ჯანსაღი ცხოვრება,  რწმენისა და ერის   ერთგულების სულისკვეთებით,   სამშობლოსთვის ქვეყნის  პატრიოტი    შვილების აღზრდის მისიაში.

წინამძღვარმა, სულიერი სამწყემსოს სახელით,   ღონისძიების მონაწილეებს დაურიგა ნაკურთხი ჯვრები.   

იმავე დღეს, საღამოს, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სამწყემსოსა და ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის ინიციატივით დედისა და სილამაზის დღესთან დაკავშირებით მოეწყო წვეულება.

IMG 8804 IMG 8819 IMG 8993 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)