1geo

fb you od

ალექსანდრე მანთაშევის ცენტრის აღსაზრდელები ხატვის ფესტივალზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Batumi 

2016 წლის 28 დეკემბერს,  ბათუმის "მეგობრობის სახლში" გაიმართა ბავშვთა ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა თემებზე   ბავშვების წარმოსახვა,  რომელიც მათ   ნახატებით გადმოსცეს.  ფესტივალში ბათუმის სხვადასხვა სტრუქტურათა წარმომადგენელ ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ასევე ბათუმის  ალექსანდრე მანთაშევის სახელობის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული   ცენტრის     (დირექტორი: სონა ჰოვანისიანი) ესთეტიკური აღზრდის ჯგუფისა და „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.

ახალი წელი და ქრისტეშობა ყველა თაობის საყვარელი დღესასწაულებია.   ეს ყველაზე ხანგრძლივი, ნანატრი, ყველაზე ნათელი და ზღაპრული დღეებია. და ეს მოლოდინი საინტერესო და ნათელი გახადა კონცერტმა, რომელიც წინასადღესასწაულო დღეებში ჩატარდა "მეგობრობის სახლში" და რომელშიც მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა სიმღერის გუნდმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა.  

პროგრამა იყო    საინტერესო და ყოვლისმომცველი, გათამაშდა სხვადასხვა პრიზი ...

მხიარული სიმღერისა და ცეკვის, სხვადასხვა თამაშების შემდეგ, გაიმართა  ბავშვთა ნახატების ფესტივალის  მონაწილეთა დაჯილდოება.სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  ალექსანდრე მანთაშევის ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს სხვადასხვა ჯილდოები, მათ  შორის, პირველი პრემია უმცროს   ასაკობრივ ჯგუფში (5-6 წლის) მარი გასპარიანმა   (მასწავლებელი: კარინე მარკარიანი) და უფროსი   ასაკობრივი ჯგუფიდან  (9-10 წლის) ნიკიტა ჰაირულიმ  (მასწავლებელი: მარიეტა აბეტიანი),  ხოლო დანაჩენმა მონაწილეებმა მიიღეს სხვადასხვა პრიზები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)