1geo

fb you od

თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურულ ცენტრებს შორის PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

hamagorcakcutiun 

2016 წლის 26 ივნისს, ბათუმის “სურბ ფრკიჩ” ეკლესიის საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, მორწმუნეებმა გადაინაცვლეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ალექსანდრე მანთაშევის“ სახელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც მათ ელოდა დიდი საკონცერტო პროგრამა.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობდნენ „ალექსანდრე მანთაშევის“ სახელობის ცენტრის სიმღერის, ცეკვის და მხატვრული კითხვის წრეები, ასევე ბათუმში სტუმრად მყოფი ერევნის შენგავითის ადმინისტრაციული რაიონის მე-5 კულტურის ცენტრის სხვადასხვა წრეების აღსაზრდელები. ორი ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტმა ნამდვილად სადღესასწაულო სახე მიიღო. კონცერტის ბოლოს ცენტრების ხელმძღვანელებმა გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.

ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ალექსანდრე მანთაშევის“ სახელობის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა და ერევნის შენგავითის ადმინისტრაციული რაიონის მე-5 კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გაიანე საროიანმა, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის გაღრმავების და განვითარების მემორანდუმს.

DSC 0305 DSC 0203 DSC 0065 DSC 0061 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)