1geo

fb you od

მედუდუკეთა კონცერტი ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1 1 

აჭარის სომხების და ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის მიწვევით ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში სტუმრობდნენ სომხეთიდან ჩამოსული ჰრაზდანის ერვანდ ქოჩარის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, ხელმძღვანელ სურენ მინასიანის ხელმძღვანელობით.

2016 წლის 21 ივნისს, სტუმრები გამოვიდნენ ლამაზი კონცერტით. შეუდარებელი დუდუკით შეასრულეს რა სომეხი და ქართველი ავტორების ნაწარმოებები, ხელოვნების სკოლის აღრსაზრდელებმა მოხიბლეს და ააღელვეს მაყურებელი, დაიმსახურეს მათი თბილი ოვაციები.

კონცერტს ასევე ესწრებოდა მამა არარატ გუმბალიანის მიწვევით ბათუმში მყოფი ტავუშელი ბავშვების ჯგუფი, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის „არევიკ“ სოციალური ცენტრის დირექტორის, მერი თუხიკიანის ხელმძღვანელობით.

ჰრაზდანის ერვანდ ქოჩარის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს მიესალმა და ლამაზი კონცერტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა. ქალბატონმა სონამ ეროვნულ საკრავზე მაღალღირებული შესრულებებისთვის ახალგაზრდა მედუდუკეებს გადასცა მადლობის სიგელები. მედუდუკეებს თავისი კურთხევა უბოძა სულიერმა მამამ და ყველას საბავშვო ბიბლია აჩუქა.

1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)