მოხსენება საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში „ჰრანტ დინქი და სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნის “ თემაზე |
2015 წლის 12 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის ინიციატივით შედგა ლექცია თემაზე "სომეხთა გენოციდი და ჰრანტ დინქი". საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანმა წარადგინა ერევნიდან ჩამოსული, გაზეთ „აკოსის“ ჟურნალისტი, ფილოლოგი წოვინარ სიმონიან-ლოკმაგიოზიანი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდა ემუშავა გაზეთში, რომლის რედაქტორი გახლდათ ცხონებული ჰრანტ დინქი. იგი გამოვიდა ვრცელი მოხსენებით, დეტალურად ისაუბრა სომეხი ერის ღირსეული შვილის შესახებ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა სომხების უფლებებისათვის და რომელიც სიცოცხლეს გამოამშვიდა ბოროტმოქმედმა. ჰრანტ დინქის ცხოვრების მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა იყო, იგი თურქეთის რესპუბლიკაში იბრძოდა არა მარტო სომხების, არამედ ქურთების, ბერძნების, ასირიელების, თურქების უფლებების დაცვისათვის. მისი ანდერძია - არა მარტო გვახსოვდეს გენოციდის მოწამენი, არამედ გენოციდს გადარჩენილთა მეშვეობით თურქეთის რესპუბლიკას მოვთხოვოთ სამართლიანი სასამართლო და სომეხთა გენოციდის აღიარება. მომხსენებელმა ისაუბრა იმ დადებით ცვლილებებზე, რომლებიც დღეს შეიმჩნევა თურქულ საზოგადოებაში, თურქული მოწინავე აზრის წარმომადგენლები აშკარად საუბრობენ სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე და გმობენ მას, სტატიებს და წიგნებსაც კი უძღვნიან ამ თემას. დამსწრეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს წოვინარ სიმონიან-ლოკმაგიოზიანის მოხსენება და მადლობა გადაუხადეს გადმოცემული ინფორმაციისათვის. |