1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში Summer Together PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

jermuk2

2014 წლის 31 მაისიდან 10 ივნისამდე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდების ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო Summer Together გაცვლით პროგრამაში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა სომხეთის ჯერმუკის კურორტში. პროექტში ჩართული იყო 30-მდე ახალგაზრდა საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, საქართველოსა და სომხეთიდან. საქართველოს, კერძოდ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრს წარმოადგენდნენ: რევიკ კარაპეტიანი, ლანა ადამიანი, მილენა გალუსტოვა, ელენე ჯარიაშნელი, დიანა პარონიანი, დიანა ჰოვანისიანი და მარინა სარგსიანი.

პროექტის მიზანი იყო, არაფორმალური განათლების პრინციპზე დაყრდნობით, ახალგაზრდებისათვის შემოქმედებითი მიდგომის სწავლება - გუნდში მუშაობის, უცხო და უცნობ ადამიანებთან საერთო ენის მოსაძებნად და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. სწავლების პროგრამა მოიცავდა სემინარებს, დისკუსიებს, კულტურათაშორის საღამოებს, ჯგუფურ მუშაობას, სხვადასხვა თამაშებსა და დავალებებს, ასევე პრეზენტაციების მომზადება და პროექტების შედგენა, რომლებიც ხელს უწყობენ დამოუკიდებელი აზროვნებისა და ლიდერობის თვისებების განვითარებას. ახალგაზრდები სწავლობდნენ ასევე საზაფხულო ბანაკის ორგანიზების ხელოვნებას. პროექტის სამუშაო ენა იყო ინგლისური.

 საქართველოს გუნდმა ღირსეულად წარადგინა საკუთარი ქვეყანა და „ჰაიარტუნ“ ცენტრი. სხვა ქვეყნების წარმომადგენლები გააკვირვა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ფართო სპექტრმა. კულტურათაშორის საღამოზე საქართველოდან ჩასულმა ახალგაზრდებმა წარადგინეს ქართველი ხალხის გულკეთილობა, ხალხური სამოსი, ცეკვა, მუსიკა და ისტორია.

შთამბეჭდავი იყო საბაგირო „ტათევის ფრთები“ და მომლოცველობა ტათევის მონასტერში, სადაც მამა მიქაელ გევორგიანმა ისაუბრა მონასტრის დაარსების ისტორიაზე და ღვთისმსახურება აღავლინა. გაიმართა შეხვედრა ეღეგნაძორის ახალგაზრდებთან, სადაც პროექტის მონაწილეებმა პრაქტიკულად გამოიყენეს მიღებული ცოდნა და დამოუკიდებლად მოაწყვეს ინტელექტუალური და სახალისო თამაშები.

1604757 871308992882810 2116047598829468981 n 10178069 871161726230870 299118864559482814 n 10304350 871292086217834 3984380258949363774 n 

 10407366 871618796185163 6494660146880063289 n 10455645 871291779551198 6519276882467362885 n 10478144 871159032897806 795811879794163755 n

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)