1geo

fb you od

საქართველოს ეკლესიათაშორისი რელიგიური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

meeting of the Board of religions2018 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოში, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიების წინამძღვრებისგან დაკომპლექტებული ეკლესიათაშორისი რელიგიური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს მიმდინარე წლის თავმჯდომარე მხარის ხელმძღვანელი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი მიესალმა სტუმრებს და მათ სხდომის დღის წესრიგი გააცნო:
ა) 2019 წლის ეკუმენური შეკრების ორგანიზება;
ბ) კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მგალობელთა გუნდის ეკუმენური კონცერტის ორგანიზება.
საბჭოს წევრთა მიერ გადაწყდა, 2019 წლის ეკუმენური ლოცვის 25 იანვარს, რომაულ- კათოლიკური ეკლესიის თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს დედა ტაძარში გამართვა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2019 წელს რომაულ- კათოლიკურ ეკლესიას ინსპექციის დაარსების 25-ე წლისთავი უსრულდება, ასევე გადაწყდა ერთობლივი ლოცვა და ბოლოს საზეიმო მიღების გამართვა.
ეკლესიათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ეკუმენური ლოცვის ორგანიზების მიზნითა და ერთობლივი ლოცვის სათანადოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მომავალ დღეებში საორგანიზაციო კომისია შეიქმნება.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით, ეკლესიების წინამძღვრების მიერ გადაწყდა, კომიტას ვარდაპეტის 150-ე წლის იუბილე ორგანიზებული იქნას 2019 წლის 21 მაისს, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო საკონცერტო დარბაზში. საბჭოს წევრების მიერ შეთავაზებული იქნა, რომ და ეკლესიების მგალობელთა გუნდები წარსდგნენ კომიტასის შემოქმედებით, ასევე კომიტას ვარდაპეტისადმი მიძღვნილი მათი საეკლესიო სიმღერებით.
იმ დღეების სტუმრებს შორის ასევე იქნებიან  გერმანულ- ლუთერანული ეკლესიის აღმოსავლეთ ევროპის ეპისკოპოსები, ვინც გარკვეული პროგრამებით საქართველოში იქნებიან.
წინამძღვართა ეკლესიათაშორისი რელიგიური კრების სხდომაზე განიხილეს ასევე შიდა საეკლესიო საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდა სამართლებრივ  და თანამშრომლობის საკითხებში წინამძღვრის  დამხმარე მიქაელ ავაგიანი.