1geo

fb you od

მეგობრობის ხიდი კიდევ უფრო განმტკიცდა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 11 ნოემბერს, მეგობრულ-გაცნობითი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის 40 კაციანი ჯგუფი (7 პედაგოგი, 33 მოსწავლე) ცენტრის დირექტორ კარინე თადევოსიანის ხელმძღვანელობით.  
ვიზიტის მიზანი იყო თბილისის ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა, მოგზაურობა ქალაქის სომხური  1ნაკვალევით, ასევე იმ მეგობრული კავშირების  გაღრმავება, რომელიც ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელებს შორის ჯერ კიდევ მაისის თვეში თბილისელების ახალქალაქში ვიზიტისას დამკვიდრდა.  
სტუმრებს ეპარქიის ერთდღიანი სკოლების ისტორიის მასწავლებელი რევიკ კარაპეტიანი  დახვდა და მანვე გაუწია მასპინძლობა. სტუმრები მანთაშოვის სავაჭრო რიგებს ეწვივნენ, ნახეს უფუნქციო „სურბ ნორაშენ“ ეკლესია, საიათნოვასა და სერგეი 2ფარაჯანოვის  ძეგლები, ამის შემდეგ  ეწვივნენ „სურბ გევორგ“ ეკლესიას. საკვირაო წირვა-ლოცვაში მონაწილეობის შემდეგ, სტუმრებმა დაიმსახურეს ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თბილი მიღება და წინამძღოლობის ორგანიზებული მასპინძლობა.
ვიზიტის თბილისში გაგრძელებით, ჯგუფი მეტეხის ციხის ნახვის შემდეგ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას ეწვია. უძველეს ეკლესიაში სანთლების დანთების და ლოცვის შემდეგ მათ ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურილ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გადაინაცვლეს.
ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში დამსწრეებს „ჰაიარტუნის“ ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი მიესალმა და სტუმრებს ცენტრის საქმიანობა გააცნო.3 ევგენია მარკოსიანმა სიტყვა ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის პასუხისმგებელ კარინე თადევოსიანს გადასცა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას სომხური სულისკვეთებით აღზრდისა და პიროვნებად ფორმირების საქმეში, დამსწრეთა მეშვეობით წარმოაჩინა ის დიდი სამუშაო, რომელსაც ცენტრი თავის ორ შენობაში ეროვნულის შენარჩუნების, კულტურის განვითარებისა და ტრადიციების თაობებისათვის გადაცემის მიმართულებით ახორციელებს.
მეგობრობის  ხიდი კიდევ უფრო განმტკიცდა, როდესაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით, ორი ცენტრის მუსიკალური ჯგუფების, შემოქმედებითი ჯგუფებისა და სოლო შემხრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რუბრიკით -„ერკირ ნაირი“.  მონაწილეებმა შეასრულეს პატრიოტული და საესტრადო სიმღერები, იცეკვეს სომხური ეთნოგრაფიული ცეკვები, დუდუკსა და დოლზე 4დაუკრეს  ნაწარმოებები კომიტასის შემოქმედებიდან და წაიკითხეს ვაჰან ტერიანი და ჰამო საჰიანი.
ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის პასუხისმგებელმა კარინე თადევოსიანმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
ღონისძიება თავისი კურთხევისა და შეფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა ორმხრივ ვიზიტებსა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს სომხობის შენარჩუნების და კულტურის განვითარების მიმართულებით, აღსაზრდელთა ორმხრივი დაახლოვების, მეგობრული ურთიერთობების 5ჩამოყალიბებისა და განვითარების მნიშვნელობას, რაც ასევე ეროვნული სიამაყის, კულტურის გაცნობისა და გავრცელების საშუალებაა. მეუფემ  დააფასა აღსაზრდელთა მომზადება, ცენტრის ხელმძღვანელის, კარინე თადევოსიანის, სასწავლო ნაწილის რიმა რსტაკიანის, პედაგოგების ვაჩაგან რსტაკიანის, სილვა ღარღარიანის, ნაზიკ აკობიანისა და სხვების სანუკვარი სამუშაო.  
ახალქალაქიდან ჩამოსული სტუმრები ეწვივნენ ასევე სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც მათ ღირსი მღვდელი  ტათევ მარუქიანი დახვდათ.  მღვდელმა   დამსწრეებს პანთეონზე უამბო შემდეგ ერთობლივად ილოცეს იქ განსვენებულთა სულების სიმშვიდისათვის.  ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელთა და პედაგოგთა დედაქალაქში ვიზიტი თბილისის თავისუფლების ხიდის სილამაზით დასრულდა.  თბილი შთაბეჭდილებები გახდა იმის გარანტი და იმედი, რომ ორი ცენტრის მეგობრობის ხიდები ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)