2018-2019 ახალი სასწავლო წლის დაწყება მართლაც რომ ისტორიული აღმოჩნდა. მთელი საქართველოს მოსწავლეებისავით 2018 წლის 17 სექტემბერს სასწავლო პირველი ზარი ჟღერად გაისმა ბათუმის #4 ქართულ სკოლის იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სომხურ-ქართულ კლასის მოსწავლეები გახდნენ. ორენოვანი სწავლების ეს პროგრამა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ქართული ენის შესწავლის პარალელურად შეისწავლონ სომხური ენა და ლიტერატურა. ეს პროექტი აჭარის პატარა სომხებისათვის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირების ჭეშმარიტი გზაა. სომხურ-ქართული კლასის გახსნის ინიციატივის ავტორი გახლავთ სომეხთა ეპარქია, კოორდინატორი და ორგანიზატორი კი აჭარის, გურიის, იმერეთის „სურბ ფრკიჩ“ („წმინდა მსხნელი“) ეკელსიის ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროების, სკოლის დეპარტამენტების მხარდაჭერით. ახალი სასწავლო წლის დაწყება სასიხარულო დღედ იქცა. სომხურ-ქართული კლასის პირველკლასელებს მიულოცეს და კეთილი მობრძანება უსურვეს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა თავართქილაძემ, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბატონმა ეღიშე სარგისიანმა, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვეს ახალ თაობას ორი ენით განათლების მიღების აუცილებლობას. ღირსი მღდელმა არარატ გუმბალიანმა მილოცვის თავის სიტყვაში, ასავე, გადასცა სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები. შემდგომ, თავისი კურთხევა მოიტანა საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროებს, ბათუმის #4 საჯარო სკოლის დირექციასა და მასწავლებლებს ამ პროექტის განხორციელების მხარდაჭერისათვის და სომეხ ბავშვებს სახელმწიფო ენის სწავლების პარარლელურად მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობის მიცემისათვის. შემდეგ პირველი კლასის დამრიგებელმა ხათუნა ცინცაძემ, ქართული ენის მასწავლებელმა ნანა მალაღმაძემ და სომხური ენის მასწავლებელმა სათენიკ დანელიანმა ბავშვებს აიყვანეს თავიანთ ახალ, ლამაზად გაფორმებულ კლასში, სადაც მათ „კეთილი მობრძანება“ სიტყვებით გემრიელი ტორტი ელოდებოდა. ბათუმის სომხურ-ქართული კლასის მოსწავლეებს მოიმსახურებს სპეციაულრი ტრასპორტი. ამ კლასისათვის, ასევე, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომ ბავშვებმა საშინაო დავალებები სომხურ ენაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში შეასრულონ მასწავლებებლების დახმარებით. ამ ყველაფრის ფინანსური მხარე აკმაყოფილებს სომეხთა ეპარქია და აჭარის თემი.
|