უკვე მესამე წელი ზედიზედ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით ეწყობა სომხეთის სხვადასხა რაიონების ბავშვების მიღება, მხიარული და საინტერესო დასვენება შავიზღვისპირა ქალაქში. 2018 წელსაც არ დაირღვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო ინიციატივა. ზაფხულის ცხელ დღეებში შავი ზღვის სანაპიროზე გატარებული არდადეგები დაუვიწყარია გეღარქუნიქის რეგიონის სხვადასხვა რაიონის იმ 16 არასრულწლოვანთათვის, ვინც მარტუნის რაიონის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის გევორგ ტერ-ბარსეღიანის ხელმძღვანელობით 28 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სტუმრობდა ქობულეთში, ისიამოვნა ზღვის სიგრილით და ზღვისპირა ქალაქის სილამაზით. აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის ინიციატივისა და ორგანიზაციული ძალისხმევის შედეგად უზრუნველყოფილ იქნა გეღარქუნიქის ბავშვების ჩამოყვანა, სასტუმროებში დაბინავება, ასევე ტურები ბათუმსა და ქობულეთში. მხიარული და საინტერესო იყო დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრში. ცენტრის დირექტორის, მასწავლებლების და აქტივისტების ინიციატივით სომხეთიდან ჩამოსული მოზარდებისთვის მოეწყო თამაშები, კონკურსები, ასევე შეხვედრები და დისკუსიები. მოზარდები ასევე დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში აღავლინა მღვდელმა გევორგ ტერ-ბარსეღიანმა, მისი თანმხლები მედავითნეების მონაწილეობით. სომხეთის რესპუბლიკის გეღარქუნიქის რეგიონის ბავშვების ზღვისპირა დასვენების განხორციელება უზრუნველყვეს ქველმოქმედებმა, Geneva TOURS ტურისტული კომპანიას, დირექტორის, მარინა მარუქიანის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ტურისტულმა კომპლექსებმა გრიგორ მკრტჩიანის, ედუარდ მიქაელიანის, ნარა გალსტიანის ხელმძღვანელობით, ასევე ბას-ვოიაჟ სატრანსპორტო კომპანიამ, რომელმაც უზრუნველყო ბავშვების მგზავრობა ბათუმში და დაბრუნება სახლში. გეღარქუნიქის რეგიონიდან ჩამოსული მოზარდები, მათი სულიერი მოძრვარი და თანმხლები პირები მადლობას უხდიან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს, ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს და პერსონალს, ქველმოქმედ ორგანიზაციებს, დედა სამშობლოდან ჩამოსული მოზარდების მასპინძლობის და მხიარული და უზრუნველი დასვენების დღეების გატარებისთვის.
|