სიახლეები
|
2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ევანგელურ-პროტესტანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიებისა და სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები. საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდნენ სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და ადმინისტრაციული და სამეურნეო განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი. კომიტეტის განსახილველად იყო წარდგენილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 38 საკითხი, რომელთაგან 30 დაკმაყოფილდა, დანარჩენი რვა საკითხის გადაწყვეტა გადაიდო, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კომიტეტმა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული და ევანგელისტური ლუთერანული ეკლესიების მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. საქართველოს სომეხთა ეპარქიას ოთხი საკითხი ჰქონდა წარდგენილი. 1. ახალქალაქის რაიონის სოფელ კორხის ეკლესიის სახელმწიფო ბალანსზე რეგისტრაცია და შემდგომი სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. 2. ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანში ყოფილი სკოლის ტერიტორიის შეძენა, ადგილზე ეკლესიის და საბავშვო ბაღის ასაშენებლად და ბაღის გასაშენებლად; 3. თბილისის ისნის რაიონის გამგეობიდან ფინანსური მხარდაჭერის მიღების განცხადება - საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გარემონტების მიზნით; 4. კრწანისის რაიონის გამგეობიდან ფინანსური მხარდაჭერის მიღების განცხადება, „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის შესასვლელთან არსებულ შენობაში სათვისტომოს დარბაზის დასაარსებლად. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმოდგენილი საკითხებიდან მხოლოდ პირველმა (ახალქალაქის რაიონის სოფელ კორხის ეკლესიის სახელმწიფო ბალანსზე რეგისტრაცია და შემდგომი სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება) მიიღო დადებითი გადაწყვეტა. მეორე საკითხის (ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანში ყოფილი სკოლის ტერიტორიის შეძენა, ადგილზე ეკლესიის და საბავშვო ბაღის ასაშენებლად და ბაღის გასაშენებლად) გადაწყვეტა გადაიდო უფრო საფუძვლიანად შესწავლის მიზნით. ბოლო ორ საკითხთან (თბილისის ისნის რაიონის გამგეობიდან ფინანსური მხარდაჭერის მიღების განცხადება - საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გარემონტების მიზნით; კრწანისის რაიონის გამგეობიდან ფინანსური მხარდაჭერის მიღების განცხადება, „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის შესასვლელთან არსებულ შენობაში სათვისტომოს დარბაზის დასაარსებლად) დაკავშირებით კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.
|