1geo

fb you od

ცენტრში „რაფაელ ჯავახ“ გამოსაშვები ზეიმი გაიმართა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 17 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა 1ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ახალქალაქოს „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში დაესწრო საკვირაო წირვა-ლოცვას. მწირველი გახლდათ ღირსი დეკანოზი ეღიშე ჰარუთუნიანი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ადგილობრივებს მიმართა ქადაგებით.     
დღის მეორე ნახევარში ეპარქიის წინამძღვარი, ახალქალაქის „სურბ ხაჩ’ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ ტათევ მარუქიანის 2თანხლებით, დაესწრო ეპარქიის ეგიდით მოქმედი ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის გამოსაშვები ჯგუფის ზეიმს.   3
ყველა მხიარულ  განწყობაზე  იყო - აღსაზრდელებიც და მასწავლებლებიც. ცენტრის 27 აღსაზრდელი ემშვიდობებოდა საყვარელ სასწავლო კერას.   ცერემონიას ესწრებოდნენ მშობლები, ჯგუფების 4ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.   
ცენტრის გუნდს, მხატვრული კითხვის   სტუდიას, ცეკვის ანსამბლს მომზადებული ჰქონდა საკონცერტო მყუდრო პროგრამა, რომელიც   დიდი ენთუზიაზმით წარმოადგინეს.   
ცენტრის ყველა კურსდამთავრებულს სამწლიანი აღზრდა-განათლების შედეგად გადაეცა 5სერტიფიკატი.  
6მათ  წინსვლის სურვილით და მისალოცი თბილი სიტყვით მიმართეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა, ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა, ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა. გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებმა, მშობლებმა და ნინოწმინდის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მადლიერების სიტყვით მიმართეს ეპარქიის წინამძღვარს და ცენტრის დირექციას, ბავშვების  ესთეტიკური აღზრდის მიმართულებით ჩატარებული    ნაყოფიერი საქმიანობისთვის.  
ცენტრში „რაფაელ ჯავახ“  ზაფხულის არდადეგები დაიწყო, მაგრამ ეს დასვენება  პირობითია, ვინაიდან  რამდენიმე დღეში დაიწყებს  მუშაობას  ეზოს ბანაკი, რომელიც მოიცავს 50-60 ბავშვს და გაგრძელდება 21 დღის განმავლობაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)