სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისა და მაისის საგმირო ბრძოლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის დარბაზში გაიმართა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიასთან მოქმედი საკვირაო სკოლის და „ჯავახეთის ხმები“ სიმღერის გუნდის ერთობლივი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები, მათი მშობლები, მრავალი სტუმარი. ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი, ეკლესიის თანაშემწე სულიერი მწყემსი, ღირსი დეკანოზი ეღიშე ჰარუთუნიანი. ღონისძიებას საფუძვლად დაედო მაისის საგმირო ბრძოლებში სომეხი სამღვდელოების მონაწილეობის ფაქტი. ვიკარიატის საკვირაო სკოლის მასწავლებლის, ზარუჰი ბერბერიანის, და „ჯავახეთის ხმები“ სიმღერის გუნდის ქორმაისტერის, გაიანე აღაჯანიანის ძალისხმევით, ბავშვებმა სათითაოდ წარმოადგინეს მაისის საგმირო ბრძოლების მონაწილე სასულიერო პირთა მიერ რაზმების ხელმძღვანელობას და მათი მონაწილეობის მნიშვნელობას და როლს მიღწეულ გამარჯვებებში. ღონისძიება იქცა ასევე დასამშვიდობებელ საღამოდ. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის გუნდის ქორმაისტერი ქალბატონი მირა აივაზიანი მრავალი წლის განმავლობაში თავს უყრიდა და ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი, რომელიც სასულიერო მელოდიების და შარაკანების ლამაზი შესრულებით ჟღერადობას ანიჭებდნენ საღმრთო ლიტურგიებს და სხვა კანონიკურ ცერემონიებს. ღონისძიება იყო შესაძლებლობა პატივცემული ქორმაისტერისთვის მადლიერების სიტყვის სათქმელად. სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის დარბაზში, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სასულიერო პირების, ახალქალაქის გამგეობის მუსიკალური სკოლის პედაგოგიური კოლექტივის, „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის ყოფილი და ამჟამინდელი აღსაზრდელების თანდასწრებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ლოცვა-კურთხევის სიტყვით მიმართა ღვაწლმოსილ პედაგოგს, მას გადასცა ლამაზი ხატი, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა - მადლობის სიგელი. სიურპრიზები ჰქონდათ გუნდის აღსაზრდელებსაც, რომლებმაც სუვენიერები და თაიგულები გადასცეს საყვარელ ქორმაისტერს, რითაც მადლიერება გამოუხატეს საყვარელ მასწავლებელს და ქორმაისტერს.
|