1geo

fb you od

მარინა კირკოსიან - მოსესოვას შემოქმედებითი საღამო ცენტრში „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 2 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" 1 1სამეცნიერო, კულტურულ   და ახალგაზრდულ  ცენტრში  გაიმართა    საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს სომეხ მწერალთა  "ვერნატუნ“ კავშირის და „არიონი“   პუშკინის ლიტერატურული საზოგადოების წევრის,  პოეტ  მარინა კირაკოსიან  - მოსესოვას  შემოქმედებითი საღამო.   ცნობილი პოეტის პოეზიის ხიბლმა აქ შეკრიბა პოეტური სიტყვის   გულშემატკივრები.
საღამოს უძღვებოდა თვითონ პოეტი, მან შეასრულა თავისი ნაწარმოებები, რომლებმაც   გულგრილი არ დატოვა სტუმრები. მისი ლექსები  გამოირჩევა  ემოციურობით,  პრობლემების სიმწვავით, ფაქტების აღწერის რეალისტურობით და თემატიკის აქტუალობით.     
პოეტი მწვავე გრძნობებით აღიქვამს სიცოცხლეს, თავისი დიდებული მოვლენებით, ასევე რთული დაბრკოლებებით. მისი ჰუმანური პოეზია, ლექსები, რომლებიც ადამიანის ხოტბაა, გამოირჩევა ღვთისადმი დიდი რწმენით.   
1 2პატრიოტულ თემაზე შექმნილ  მის ლექსებში იგრძნობა პოეტის სიყვარული მისი ორი სამშობლოს - საქართველოსა და სომხეთისადმი.
საღამო დაამშვენეს რახმანინოვის რომანსებმა და კომიტასის სიმღერებმა,   სვეტლანა ტატოევას შესრულებით, კარენ მირზოიანის აკომპონირებით. 1 3
მარინა კირკოსიან  - მოსესოვას  ლექსები რუსულ და სომხურ ენებზე წაიკითხეს 104-ე სკოლის მოსწავლეებმა. შესრულდა ასევე არა არტიანის სომხური თარგმანები, გარი ღალამქაროვმა კი წაიკითხა აღასი გევორგიანის მარინასადმი მიძღვნილი ლექსის ქართული თარგმანი.     
აღსანიშნავია სლავა საჰაკანის  "ღვთის ტაძარი" ლექსის სომხური თარგმანი, რომელიც წარმოადგინა თარგმანის ავტორმა.
საღამომ ჩაიარა თბილ  და მეგობრულ ატმოსფეროში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)