1geo

fb you od

არტემ კირაკოზოვის გარითმული აზრების საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 11 მაისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი"   ცენტრში  გაიმართა უჩვეულო ლიტერატურული საღამო, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის წევრის, არტემ გრიგორენცის მიერ   (კირაკოზოვი). მან მოიწვია სტუმრები, რათა  მათთან ერთად განეხილა თავისი ლექსები  სანამ მათ დასაბეჭდად გაგზავნიდა.
თავის შესავალ სიტყვაში, არტემ კირაკოზოვმა განაცხადა, რომ  იგი არ მიიჩნევს თავს პოეტად, მაგრამ ზოგჯერ არ შეუძლია ქაღალდს არ მიაბაროს ის  პოეტური სტრიქონები, რომლებიც უნებლიედ იბადება მის სულში.   სწორედ ასე შეიქმნა ლექსების მთელი ტომეული, რომლის   გამოცემასი იგი  მიუძღვნის  თავის  70 წლისთავს.
დამსწრეთა  შორის იყვნენ  სომხური, რუსული და ქართული ლიტერატურული აზრის ბრწყინვალე სახეები, შემოქმედები,  კრიტიკოსები, რომლებმაც ცალსახად  გაუსვეს ხაზი ავტორის გადაწყვეტილებას - მოისმინოს და მიიღოს  მეგობრების რჩევები და მითითებები, მკითხველისთვის კრებულის უფრო  სრულყოფილად წარსადგენად.
და დარბაზში თანმიმდევრულად გაიჟღერა   არტემ გრიგორენცის ლექსებმა, გარითმულმა აზრებმა რუსულ ენაზე, ასევე    სომხურმა და ქართულმა თარგმანებმა, რომლებიც შეასრულეს მისმა კოლეგებმა. მომავალი კრებულის ნიმუშები სხვადასხვა ენებზე მშვენივრად წარმოადგინეს 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც მოსულნი იყვნენ ბიბლიოთეკარის, ჰასმიკ ანტონიანის   ხელმძღვანელობით.
არტემ გრიგორენცი  არის ნათელი პიროვნება. წარსულში ინჟინერ-მექანიკოსი,  მეცნიერ-მუშაკი, პროფესიონალი მუსიკოსი ასევე ნიჭიერი პროზაიკოსია, თვითნასწავლი დრამატურგი. 34033867 შეკრიბა რა სამოყვარულო თეატრალური ჯგუფი,   მან დამოუკიდებლად დადგა სამი პიესა, ახლა მეოთხე პიესის რიგია.   შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო პერიოდში არტემ  გრიგორენცი გახდა  "ქართული ელიტა" გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ "არაჩვეულებრივი ნამუშევრები" ნომინაციაში  გამარჯვებული .  
არტემ გრიგორენცის პირველი პუბლიკაციები გამოჩნდა 90-იანი წლების დასაწყისში  რუსულენოვან ჟურნალ "Литературная Армения"-ში (ლიტერატურული სომხეთი), შემდეგ თარგმანები დაიბეჭდა „ვერნატუნ“ წელიწდეულში და ალმანახ „კამურჯში“.
ლიტერატურული საღამო დასრულდა "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" ცენტრის სულიერი ინსპექტორის, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის დაფასების სიტყვით. მან  აღნიშნა, რომ  ვილიამ საროიანი  ცხოვრობდა   ამერიკაში,  წერდა ინგლისურ ენაზე, მაგრამ მისი ნაწარმოებების  სულისკვეთება სომხური იყო.  ასეა არტემ გრიგორენცის შემთხვევაშიც: იგი ცხოვრობს საქართველოში, მისი შემოქმედება რუსულენოვანია, მან შეინარჩუნა სომხური სულისკვეთება, რაც სრულყოფილად იგრძნობა მისი ყველა ჟანრის ნაწარმოებში.    
აი ასეთი იყო არტემ გრიგორენცის (კირაკოზოვის)   შემოქმედებითი საღამო, დაფასებული მისი შემოქმედებითი,  ორგანიზაციული და რეჟისორული უნარებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)