1geo

fb you od

გარი ნალბანდიანის პერსონალური გამოფენა "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 25 მაისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზის   კედლებს ამშვენებდა     პროფესიონალი  მევიოლინის, გარი  ნალბანდიანის, ფერწერული ტილოები. რუსთავის “სურბ გრიგორ ნარეკაცი“  IMG 4323  რელიგიურ, განათლების, კულტურის  და ახალგაზრდულ  ცენტრში წარდგენის შემდეგ გარი ნალბანდიანმა თავისი ფერწერული ნამუშევრები წარმოუდგინა თბილისელი ხელოვნების მოყვარულ  საზოგადოებას.
ემოციური სამყაროს და გრძნობების ვიოლინოს სიმების მეშვეობით გადმოცემა   უნებლიეთ  ჩაანაცვლა ფერწერული ტილოების IMG 4327ნათელმა ფერებმა და ფუნჯის მონასმებით სულიერი ძლიერი გრძნობების გადმოცემამ. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი  თავს თვითნასწავლს და ხელოვნების წესების არა პროფესიონალურ მცოდნეს მიიჩნევს, გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ოცდაათზე მეტი ნამუშევარი   მაღალი ღირებულებისა  იყო.  პეიზაჟი, ნატურმორტი, ბუნების  მოვლენა, ადამიანის კონკრეტული ხასიათი, ფილოსოფიური,  ფსიქოლოგიური სხვადასხვა გრძნობების სიუჟეტები შექმნილია სწორი შეხამებით, რეალისტური და სიუ-რეალისტური სტილით.  
გარი  ნალბანდიანის ნამუშევრების დასათვალიერებლად იყვნენ მოსული თბილისის, რუსთავის სათვისტომოს წევრები, IMG 4353ხელოვნების მოღვაწეები,   მუსიკოსები.
ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“  ცენტრის   კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა,  დადებითად შეაფასა გარი ნალბანდიანის შემოქმედებითი  სამყარო, ნახატის მეშვეობით გარემოსა და ჩანაფიქრის გამოხატვის მისი უნარი და მიულოცა IMG 4385პერსონალური გამოფენის გახსნა, განსაკუთრებით იმას გაუსვა ხაზი, რომ ნახატების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცა თბილისის სომხური სათვისტომოს წევრებსაც.    
მუსიკოსის  და  მხატვრის ნამუშევრები გამოსვლებში დააფასეს მერუჟან შაუმიანმა, გიორგი მანოიანმა, ვალიკო არაქელოვმა, ლევონ ოსიპოვმა, ინა დავითაშვილმა და სხვებმა.  აღსანიშნავია, „ლუკოილის“ ვიცეპრეზიდენტ  ალექს სკვარცოვის გამოსვლა, რომელიც   გარი ნალბანდიანის ნამუშევრებს ინტერნეტით გაეცნო და როგორც მოყვარული მხატვარი მაღალ შეფასება  მისცა გარი ნალბანდიანის რეალისტურ ფერწერულ ტილოებს, რომლებიც სხვადასხვა გრძნობას და ემოციებს გამოხატავს.  IMG 4390
შემაჯამებელი სიტყვა თქვა რუსთავის სომხების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა. მან აღნიშნა, რომ გამოფენილი ნამუშევრები  ავტორის შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა იმავე ნიჭით და მისწრაფებით.  
წარმოდგენილი ტილოები, რომლებიც დასათაურებულია  იდუმალი,      დამაფიქრებელი  სახელწოდებებით -  თანამედროვე, რეალისტური, ასევე წარმოსახვითი და არა    რეალისტურია.    გარი ნალბანდიანის ნამუშევრები "ჰაიარტუნ" ცენტრში გამოფენილი იქნება პირველ ივნისამდე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)