სიახლეები
|
2018 წლის 31 მარტს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეკლესიებში მორწმუნეებს სააღდგომო საჩუქრები დაურიგდათ. საქველმოქმედო აქცია მოეწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურების, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის, ეკლესიის მოყვარულ ქალთა ჯგუფების, მოხალისეების და ინდივიდუალური ქველმოქმედების ძალისხმევით. ეკლესიების ჯვრის ნათლიების, „ბებოს ლავაში“, „მაისბარ“ ორგანიზაციების, ქველმოქმედების და მორწმუნეების, ოჯახის მიერ, ცხონებული ჰასმიკ სარგსიანის ამ მიზნით დაგროვებული მოკრძალებული თანხის, შემოწირულობით, სადღესასწაულო ნობათით საჩუქრები მიიღო მრავალმა გაჭირვებულმა, მარტოხელა და ასაკოვანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, მრავალშვილიანმა ოჯახმა. საჩუქრების დარიგებამდე სულიერმა მამებმა დამსწრეებს გადასცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და სააღდგომო მილოცვა. ეკლესიაში შეკრებილმა მრევლმა და საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა ლოცვა აღავლინეს სომეხთა ეკლესიის და ყოვლისშემძლე უფლის სადიდებლად. საჩუქრების გადაცემის აქციაში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სულიერი მსახურების ინიციატივით ტარდება, წელს ჩაერთნენ ეკლესიის მოყვარული ქალთა ჯგუფები, მღვდლების მეუღლეების და სხვა მოხალისეების უშუალო მონაწილეობით.
|