1geo

fb you od

თოჯინების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A121 მარტს მეთოჯინის  საერთაშორისო დღეა. ამ თარიღამდე ერთი დღით ადრე, 2018 წლის 20 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თოჯინების თეატრმა ბავშვებს გაუხსნა ოვანეს თუმანიანის სახლის კარი, ისინი მიიწვია თოჯინების თეატრის პერსონალთან 1შესახვედრად და თოჯინების თეატრალური წარმოდგენის საყურებლად.

თოჯინების თეატრის სტუმრები იყვნენ თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასელები, მასწავლებლებსა და მშობლებთან 2ერთად.  

მოსწავლეებს მიესალმა „ოვანეს თუმანიანის სახლი“  სამეცნიერო-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი, ვინც სტუმრებს უამბო თბილისის ამ სახლში3 დიდი პოეტის გატარებულ ცხოვრებაზე, ხაზი გაუსვა იმ სულისკვეთებას, რაც წლების მანძილზე   სუფევდა ამ ოჯახში და შთააგონებდა სრულიად სომეხთა პოეტს, მისი უკვდავი ნაწარმოებების, მათ შორის ბავშვებისთვის ასე საყვარელი ზღაპრების და მოთხრობების, ტაეპების და ლექსების წერისას.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო-კულტურული ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა მოწაფეებს უწოდა ის ბედნიერი თაობა, ვისაც შესაძლებლობა აქვს შეაბიჯოს იმ სახლში, სადაც უცხოვრია ოვანეს თუმანიანს, მის დაბადების დღეს ხოჯივანქის სომეხ 4დიდებულთა პანთეონში ყვავილებით შეამკოს სრულიად სომეხთა პოეტის და ერის სხვა დიდებულთა საფლავები, გაიხსენოს და იამაყოს, რომ თუმანიანის სახლში იხილა მისი ზღაპრების თემაზე თოჯინების წარმოდგენა.

შემდეგ ბავშვებმა უყურეს დიდი პოეტის „ძაღლი და კატა“ ნაწარმოების თემაზე თოჯინების 5წარმოდგენას, დამდგმელი: არმენ ჰოვანისიანი. ბავშვებს კარგი განწყობა შეექმნათ არა მხოლოდ წარმოდგენით, მეთოჯინე არმენ ჰოვანისიანის ინიციატივით, მსახიობებმა   - ედიტა ზოჰრაბიანმა, აშოტ სიმონიანმა და არენ მკრტჩიანმა, ბავშვები ჩართეს საინტერესო თამაშში, რომელსაც ეწოდებოდა „ვერნაკჭუჭ“, რომელშიც მეთოჯინის ხელით დამზადებული თუმანიანის ზღაპრების გმირების განმასახიერებელი თოჯინები იყვნენ, რომლების მეშვეობითაც ორ გუნდად დაყოფილ ბავშვებს უნდა წარმოეჩინათ, თუ რამდენად კარგად იცოდნენ ზღაპრები. თამაშმა ბავშვებში დიდი ინტერესი და მხიარული განწყობა შექმნა.  

 აი ასე აღინიშნა მეთოჯინის საერთაშორისო დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის თოჯინების თეატრში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)