1geo

fb you od

საყოველთაო ნათლობა ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

26855910ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა ქვემო ქართლის რეგიონის დაბა შაუმიანსა და სოფელ წითელში.

2018 წლის 6 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში საღმრთო 26803612ლიტურგია აღავლინა და წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონების სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.

საღმრთო ლიტურგიის დროს მწირველმა მღვდელმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს 26804023სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და მილოცვა.

შემდეგ მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა წმინდა მირონით აკურთხა წყალი, რომელიც დაურიგდა ხალხს.

საღამოს ღვთისმსახურება აღევლინა და წყლის კურთხევის რიტუალი აღესრულა ასევე 26856836სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში. დღე ნამდვილად საზეიმოდ იქცა სოფლის I-III კლასელთათვის, რომლებმაც „ანონიმური ქველმოქმედისგან“ საახალწლო საჩუქრები მიიღეს.

შობისა და ნათლისღების დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით, დაბა შაუმიანსა და სოფელ წითელში მოეწყო საყოველთაო 26857323ნათლობა. ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა მონათლა ქვემო ქართლის ორი სოფლის 40-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის პირი, რომელთაც განიცადეს ქრისტიანული რიტუალით მინიჭებული სულიერი სიხარული და ბედნიერება.

მორწმუნეები მადლიერებას გამოუხატავენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, იმის გამო, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ჰყავს თემები, და სულიერ მოძღვარს - სასულიერო მსახურების ერთგულებით განხორციელებისთვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)