საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის (წინასაშობაო) საღმრთო ლიტურგია |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ხალხმრავლობა იყო თბილისის, ბათუმის, ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში, მრევლი მოსული იყო, რათა პირველს შეეტყო ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შობის ამბავი.
საღმრთო ლიტურგიამდე ჩატარდა საღამოს ღვთისმსახურება, წაკითხულ იქნა წმინდა წიგნის სხვადასხვა ნაწყვეტი.
ეპარქიის წინამძღვარმა მრევლს მოუწოდა უფალს შეევედრონ, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აანთო მაცოცხლებელი სანთელი, იესო ქრისტეს განმასახირებელი სინათლე დაურიგდა საღმრთო ლიტურგიაზე დამსწრე მორწმუნეებს, რომლებმაც უფლის შობის სასიხარულო ამბავი და უფლის ნათელი წაიღეს თავიანთ ოჯახებში. წინასაშობაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ჩატარდა სახლის კურთხევის რიტუალი. |