1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების საახალწლო და საშობაო დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 23 დეკემბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით და  "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის რესტორანში    „ლაზური ეზო“ გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების საახალწლო და საშობაო წინასადღესასწაულო საღამო.  1

მხიარულ დროს ტარებაში მონაწილეობდა 130-ზე მეტი სომეხი ახალგაზრდა თბილისიდან, რუსთავიდან, ჯავახეთიდან. მიზანი - ერთმანეთის უკეთესად გაცნობა, ურთიერთობა, მხიარული განწყობის შექმნა, ამ განწყობით  2017 წელთან დამშვიდობება და   2018-ის დახვედრა.

ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, და სამუშაოთა კოორდინატორის, ნინა სეროპოვას მიერ ჩატარებული დეტალური მოსამზადებელი სამუშაოს შედეგად, წინასაახალწლო შეკრება იქცა საინტერესო, გასართობი კონკურსებით და მხიარული თამაშებით დროს ტარებად.    

საღამო გახსნა ვალერი ბადალიანმა, ყველას გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის 2წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კარგი დროის გატარების  კეთილი სურვილები.

ღონისძიება წარმართეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის აქტივისტებმა  ლიზა თოროსიანმა და ემილ სარგსიანმა.

წამყვანების სიტყვამ, ხუმრობით და იუმორისტული ისტორიებით, ლამაზი მოგონებებით და სასაცილო ციტატებით, ღონისძიება გახადა საზეიმო, შექმნა მხიარული განწყობა, არავინ არ დატოვა ჩართულობის გარეშე.  

ახლებურად წარდგნენ ასევე სანტა კლაუსი - ანა მისკარიანი და ფიფქია - ნიკა ღაზარიანი.3

საღამოზე ჩატარდა მრავალი კონკურსი,  სხვადასხვა ნომინაციებში . საუკეთესო მოცეკვავედ და მომღერლად ცნეს დინა მინასიანი,მარინა სარცსიანი, ანა ბადალიანი, ვიკტორია საკარიანი რუსთავიდან, ჰრაჩია სურმალიანი, ანსამბლი „ტარონ“.

 „ჰაიარტუნის 2017 წლის მეგობრად“ ცნეს მარინა სუმახიანი, „საუკეთესო სტუდენტური 4იდეის“ მოწმობები გადაეცათ ჰარუთიუნ მალხასიანსა და სტეფან ევაჯიანს.

ახალგაზრდობის განყოფილებამ ყურადღების მიღმა არ დატოვა ის ოჯახებიც, რომლებიც დიდი სიყვარულით და მზაობით მონაწილეობენ ეპარქიის საეპისკოპოსოს, ახალგაზრდული განყოფილების და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამუშაოებში. ასეთებად ცნეს მინასიანების და ბაზოიანების ოჯახები.  

სიმღერის, ცეკვის   ნიჭის, ასევე ღონისძიებაზე აქტიურობისთვის ნიკა ღაზარიანმა  მიიღო რაზმის ხელმძღვანელის სტატუსი  საზაფხულო ბანაკის პერიოდში.   5

საშობაო და საახალწლო დღესასწაულს ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება უკვე სამი წელი წარმატებით  ატარებს უწყვეტად, ყოველთვის კარგად    ორგანიზებულად და ყველას აქტიური ჩართულობით.

სადღესასწაულო ტორტის მირთმევის შემდეგ, ახალგაზრდები მაღალი განწყობით დაიშალნენ   და სახლებში დაბრუნდნენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)