1geo

fb you od

მთარგმნელ მაყვალა გეორკოვა-საჰაკიანს მიენიჭა ანა კალანდაძის სახელობის პრემია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ    ცენტრში თითქოს თუმანიანის „ვერნატუნის“ მორიგი შეხვედრა იყო, ვინაიდან ამ ჭერქვეშ თავი მოიყარეს სომეხმა და ქართველმა მწერლებმა, მთარგმნელებმა, სათვისტომოს მოღვაწეებმა. შეხვედრა მიეძღვნა ღვაწლმოსილი მთარგმნელისა და შემოქმედის, მაყვალა გეორკოვა-საჰაკიანის დაბადების 75 წლის იუბილეს და „ანა კალანდაძის“ პრემიით დაჯილდოების   ცერემონიას.     

შეხვედრის ინიციატორი საქართველოს მწერალთა კავშირი იყო,  "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ      ცენტრთან ერთად. ღონისძიებას ესწრებოდა DSC02859ერევნიდან ჩამოსული იუბილარი.  

ქალბატონი მიყვალა დაიბადა და გაიზარდა საქართველოში,    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ფილოლოგის კვალიფიკაცია,     1968 წლიდან დამკვიდრდა ერევანში და თავი მიუძღვნა მთარგმნელობით საქმიანობას. მან თარგმნა სომეხი და ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები, ლევონ ანანიანის „ველური ყაყაჩო“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ რომანები.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, IMG 8230კულტურული   ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი მიესალმა სტუმრებს, ისაუბრა ცენტრის შეძენის ისტორიაზე და დამსწრეებს გააცნო  თუმანიანის სახლის მისია.

ღონისძიებას გაუძღვა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, გაზეთ "ცისკარის" რედაქტორი ბაღათერ არაბული, ისაუბრა  მაყვალა გეორკოვა-საჰაკიანის მთარგმნელობით და შემოქმედებით საქმიანობაზე, ქალბატონ მაყვალას უწოდა ქართული კულტურის დესპანი და ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მას გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირის  პრესტიჟული ჯილდო.   

ლიტერატურის ამაგდარის, საქართველოს და სომხეთის მწერალთა კავშირების წევრისთვის ეს არ იყო პირველი ჯილდო.  მას მინიჭებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის მაჩაბელის სახელობის პრემია, სომხეთის მწერალთა კავშირის და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის პრემია „კანთეღ“, სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოქროს მედალი და სხვა ჯილდოები და პრემიები.   DSC02870

ღვაწლმოსილ მთარგმნელს დაბადების 75 წლის იუბილე და მაღალი ჯილდოს მიღება მიულოცეს, საფუძვლიანი, პროფესიონალური   მაღალი ხარისხის თარგმანებისთვის მაღალი შეფასება მისცეს პოეტმა, მთარგმნელმა   გივი შაჰნაზარმა, აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ გულიკო ზუმბაძემ, მწერალმა ბადრი ქუთათელაძემ, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა ფონდის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, ლიტერატურათმცოდნე  არტემ კირაკოზოვმა და სხვებმა.     

"რუსთაველის" საზოგადოების თავმჯდომარემ, ბადრი შემოქმედელმა ორი ხალხის კულტურული კავშირების გამაერთიანებელ მთარგმნელს გადასცა საზოგადოების საპატიო წევრის წიგნაკი.   

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საელჩოს სახელით, მწერალსა და მთარგმნელს ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა საელჩოს პირველმა მდივანმა არტურ სარგსიანმა.

ორი სამშობლოს შვილმა, ორი ხალხის ქალიშვილმა მაყვალა გეორკოვა-საჰაკიანმა მადლობა გადაიხადა მილოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის და აღნიშნა, რომ აგრძელებს საქმიანობას, 28 წიგნის თარგმანების ავტორია და მზად აქვს კიდევ 11 წიგნი.

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა  ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. ღირსმა მამამ გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და კეთილი სურვილები. გაიხსენა რა დიდი თუმანიანის DSC02867სიტყვები თარგმანების შესახებ, მამა ვირაპმა ისაუბრა მთარგმნელობითი საქმიანობის როლსა და მნიშვნელობაზე ადამიანთა, ხალხთა, ქვეყანათა დაახლოების საქმეში და მთარგმნელ ქალბატონს წარმატებები უსურვა ამ ძალზედ მნიშვნელოვან საქმიანობაში.

მაყვალა გეორკოვა-საჰაკიანმა "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ    ცენტრს აჩუქა თავისი ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი წიგნი, „ვერნატუნ“ კავშირის წევრების სურათით.

ღონისძიება დაამშვენეს მუსიკოსების, ბარბარე ასანიძისა და გიორგი თურმანიძის, შესრულებებმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)