1geo

fb you od

"უწყვეტი ავარაირი" - პატრიოტული ღონისძიება ცენტრში „რაფაელ ჯავახ“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“   საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით  "უწყვეტი ავარაირი“, რომელიც მიეძღვნა სომეხთა ბრძოლას    გადარჩენისა და სარწმუნოებისთვის.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ცენტრის სომხეთის ისტორიის და სომეხთა ეკლესიის ისტორიის წრეების მიერ, ხელმძღვანელების, რიმა და ანაჰიტ საჰაკიანების, თაოსნობით.

ჩვენს, სომეხთა, ბრძოლას გადარჩენისა და სარწმუნოებისთვის  თვრამეტი საუკუნის 1ისტორია  აქვს.     იგი დაიწყო ქრისტიანობის საკუთარ რელიგიად ცნობის ადრეული პერიოდიდან და გრძელდება დღემდე. და ყოველთვის,  როდესაც ვერაგი მტერი თავს გვესხმოდა ჩვენი ხალხის და მისი ქრისტიანული სარწმუნოების   გასანადგურებლად, ყველა ერთ მუშტად იკვრებოდა  ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, პატივისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის  დასაცავად...

ამ ღრმა ფილოსოფიას შეიცავდა ღონისძება. მაყურებლის თვალწინ ჩაიარეს არა მხოლოდ ავარაირის ბრძოლის  ისტორიულმა ეპიზოდებმა, არამედ სომეხთა გმირული ბრძოლის მრავალმა ფაქტმა - გენოციდმა, სარდარაპატმა, არცახის საგმირო ბრძოლებმა,  აპრილის ოთხდღიანმა ომმა ...   ...

თეატრალიზებული წარმოდგენების, დეკლამაციით და გუნდური სიმღერის შესრულებით 2გაჯერებული ღონისძიება, ბავშვებისა და მოზარდების მიერ დაფიქსირებული ჩვენი ფიცია თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ვარდანიანთა ბრძოლაში დაცემული გმირების დატოვებულ ტრადიციებს, მონაწილეობა მივიღოთ ძლიერი სამშობლოს შექმნის და ნებისმიერი    მტრის გამკლავების ბრძოლაში. ღონისძიებაში მონაწილეობდა ცენტრის 60-მდე აღსაზრდელი, ერთი მეორეზე    ღირსეული და გონიერი.

ცენტრის დირექტორმა  ჟორა სნხჩიანმა  შეაქო ღონისძიების ორგანიზატორები, მთელი პერსონალი, რომელთა ერთობლივი მუშაობის და შეგნებული მიდგომის შედეგი იყო  ლამაზი და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ღონისძიება.   

მადლობის სიტყვა თქვა რაიონის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა, ვინც3 დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები. ღირსმა მღვდელმა მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდა თაობის მრავალმხრივი განვითარების და სომხური სულისკვეთებით აღზრდისკენ მიმართულ საქმიანობას, რომლის ერთ-ერთი მიზანია სომეხი  მოზარდის სომხური სულისკვეთებით აღზრდა.

ღონისძიებამ წარუშლელი შთაბეჭდილება იქონია დამსწრეებზე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)