1geo

fb you od

„სურბ ხაჩ“ ეკლესიის ბანაკელები ახალციხეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017 წლის 18 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის კურთხევით და ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ ტათევ მარუქიანის, თანხლებით, „სურბ ხაჩ“ ეკლესიასთან მოქმედი ეზოს ბანაკის უფროსი ჯგუფის ბანაკელები ერთობლივი ლოცვით გაემგზავრნენ ახალციხეში, სადაც გაატარეს ბანაკის ცხოვრების ერთი დღე.

ბანაკელთა პირველი გაჩერება იყო ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესია, სადაც მათ დახვდათ ეკლესიის სულიერი მოძღვარი მღვდელი თორგომ ვარდანიანი. მათ ერთად აღავლინეს ლოცვა და მიიღეს ღირსეული მღვდლების კურთხევა, გაეცნენ ეკლესიის ისტორიას.

ახალციხეში ბანაკელთა ვიზიტის მეორე პუნქტი იყო რაბათი. ახალგაზრდებმა გიდის თანხლებით შემოიარეს ციხის ტერიტორია, გაეცნენ უძველესი ციხის მრავალ ისტორიულ მოვლენას, მიიღეს მათთვის საინტერესო შეკითხვების პასუხები.

საღამოს, სიმღერითა და ცეკვით, ნათელი და მდიდარი შთაბეჭდილებებით ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოს ბანაკის აღსაზრდელები დაბრუნდნენ სახლში.

ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის პრესსამსახური

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)