დიდი პარასკევი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სიახლეები |
2017 წლის 14 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ჩატარდა დიდი პარასკევის ცერემონია. დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის, ჯვრიდან გარდამოხსნის და დასაფლავების ხსენების დღეა. ამ წმინდა საიდუმლოს გასაზიარებლად ეკლესიის მოყვარულმა ქალბატონებმა ყვავილებით და შტოებით მორთეს სადგამი - ქრისტეს სიმბოლური "საფლავი". შემდეგ მორწმუნე სომეხი ადამიანები შეიკრიბნენ ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიებში ერთობლივ ლოცვაზე და უფლის წამების გასაზიარებლად. ამ დღეს ეპარქიის ეკლესიებში დილის ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა ჯვარცმის რიტუალი. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, წინასადღესასწულო ცერემონიის დროს შესრულდა დასვენების წესი, როდესაც სამღვდელოებისა და მორწმუნეების მონაწილეობით გარდამოხსნა გამოასვენეს საკურთხევლიდან, გამოასვენეს ეკლესიიდან, შემოატარეს და „საფლავში“ დაასვენეს, მორწმუნეთა დასანახად. დასასრულს უფლის წმინდა საფლავის სურნელოვანი ყვავილები დაურიგდა მორწმუნეებს. |