ცეკვის ანსამბლ "ერივანის" კონცერტი ახალციხეში |
სიახლეები |
2017 წლის 26 მარტს, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხის სასულიერო ინსპექციის მოწვევით, ახალციხეში იყო ჩამოსული სომხეთის რესპუბლიკის ცეკვის ანსამბლი "ერივანი" (სამხატვრო ხელმძღვანელი: ვარდან კარაპეტიანი). ანსამბლი ლამაზი კონცერტით გამოვიდა ახალციხის მესხეთის დრამატული თეატრის შენობაში. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ახალციხის სასულიერო ინსპექციის ხელმძღვანელმა, მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა. თავიანთი გამოსვლებით ანსამბლს მიესალმნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები. ანსამბლ "ერივანის" კონცერტს თავისი დასწრებით პატივი დასდეს ახალციხის მერმა ვლადიმირ ზედგინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ. დედა სამშობლოდან ჩამოსულმა ანსამბლმა მადლობა გადაუხადა ახალციხის სასულიერო ინსპექციას მოწვევისა და ახალციხეში თავიანთი ხელოვნების წარმოდგენის საშუალების მიცემისთვის. კონცერტი იქცა სომხურ-ქართული კულტურული კავშირების განმტკიცების საქმეში კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად. |