1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1-1

2017 წლის 24 მარტს, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი  მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც   ესწრებოდნენ ქვეყნის პირველი პირები,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სინოდის წევრები და სხვა რელიგიური კონფესიების ლიდერები.

კონფერენციაზე მიწვეული იყო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.    

კონფერენციაზე    საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში  საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე ისაუბრეს და დიდებული იუბილე მიულოცეს  გამომსვლელებმა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ,   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შემდეგ მონაწილეებმა   დაათვალიერეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ღონისძიების დასასრულს მიუახლოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,  უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის, სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი მიულოცა და  უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

1 2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)