1geo

fb you od

დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი ეწვია სომეხთა ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2016 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების წინა დღეს, "ქართული ოცნების" პარტიიდან თბილისის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა ავლაბრის მოედანზე ამომრჩევლებთან შეხვედრით.

დეპუტატობის კანდიდატი შეხვედრის დაწყებამდე ეწვია ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას, დაესწრო საღამოს ღვთისმსახურებას.

ხალხმრავლობა იყო ერევნის სკვერის ტერიტორიაზე, გამსჭვალული ამ უბნის მრავალეროვანი მოსახლეობის სითბოთი და სიყვარულით. შეხვედრის წამყვანმა, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა ნანო პოღოსიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სალამი გადასცა დამსწრე საზოგადოებას, გამარჯვების კეთილი სურვილები - დეპუტატობის კანდიდატს.

შემდეგ გამომსვლელებმა - რუსლან პოღოსიანმა, ილია ჯიშკარიანმა, გივი შაჰნაზარმა, არმენ ბაიანდურიანმა, ვან ბაიბურთიანმა, ჰენრიხ მურადიანმა, გიორგი დემეტრაძემ და ისაუბრეს დავით ჭიჭინაძის სიყვარულსა და ერთგულებაზე ავლაბრის უბნისადმი, იმ მეგობრობაზე, რომელიც აკავშირებს დეპუტატობის კანდიდატს თავის გარემოსთან, გამომსვლელებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პარლამენტში შესვლის შემდეგ, დავით ჭიჭინაძის პირველადი ამოცანა იქნება ზრუნვა ისნის რაიონისა და იქ მცხოვრებთათვის.

გამომსვლელებმა ასევე ხაზი გაუსვეს პარტია „ქართული ოცნების" საქმიანობას, რომელიც არის მშვიდობის, ადამიანისა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის, სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების, შემოქმედებითი მუშაობის, ერებს შორის მეგობრობის გარანტი.

დავით ჭიჭინაძემ მიმართა მოსახლეობას და პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ტრიბუნიდანაც განაგრძობს ისნის რაიონისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას.

8 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეასრულა თავისი სამოქალაქო მოვალეობა - ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობას, კეთილდღეობას, სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მოლოდინით.

IMGP0326 IMGP0399 IMGP0458 IMGP0459 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)