1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის შენობის გახსნაზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Akhalqalaqi 

2016 წლის 18 ივნისს, ახალქალაქში საზეიმო პირობებში გაიხსნა სომხური ახალგაზრდული ცენტრის ორსართულიანი შენობა, რომელიც ატარებს სომხეთის პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, დაბადებით ახალქალაქელ ჰამო ოჰანჯანიანის სახელს. შენობის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მრავალი სტუმარი, სასულიერო პირები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები ჯავახეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და სომხეთიდან. საქართველოს სომეხთა ეპარქიას წარმოადგენდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის ხელმძრვანელობით თბილისიდან ჩასული დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი, სამართლებრივი და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი, "მშვიდობის ფონდის" თავმჯდომარე გიორგი თუმასიანი.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მრავალი სტუმარი, რომელთაც ხაზი გაუსვეს შენობის მისიას, სომეხი ახალგაზრდების განათლების მნიშვნელოვან საქმეში. ჯავახეთის მხარდაჭერის ჯგუფის სახელით, ბაგრატ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა თეირანის სომხურ სათვისტომოს, შენობის მშენებლობის მხარდაჭერისათვის.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ პეტროსიანი.

კორპუსის გახსნის ლენტი გაჭრეს საერთო ეროვნული სომხური საგანმანათლებლო და კულტურული კავშირის ცენტრალური გამგეობის თავმჯდომარე მკრტიჩ მკრტჩიანმა და სომხური დახმარების კავშირის ჯავახეთის მხარდაჭერის კომიტეტის თავმჯდომარე ბაგრატ სარგსიანმა.

შემდეგ შესრულდა სახლკურთხევის ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი და ღირსეული მღვდელი ტათევ მარუქიანი.

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის კორპუსის გახსნის ცერემონიაში სიმღერითა და ცეკვით მონაწილეობა მიიღეს ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ლამაზად გამოვიდნენ ახალციხის, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრების აღსაზრდელები.

1 1 1 2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)