1geo

fb you od

მაისის სამი დღესასწაულის აღნიშვნა თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

eraton 

მაისის სამი დღესასწაული ფაშიზმზე გამარჯვების, შუშის განთავისუფლების, არცახის არმიის ჩამოყალიბების - ქვეყნის დამცველის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებათა ერთობლიობაა. მაისის სამი დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, კერძოდ თბილისის სომხურ სათვისტომოში, დაიწყო 2016 წლის საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შუშის განთავისუფლების 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებით, რომლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: http://armenianchurch.ge/ka/siakhleebi/34-news/1117-shushi24- ბმულზე.

"ალიქ მედია“ საქართველოში სომხური საინფორმაციო პორტალისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით, თბილისის აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, 8 მაისს, გაიმართა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, სპეციალური სტუმრის - რუბენ ჰახვერდიანის, მონაწილეობით, სადაც გაიჟღერა სამხედრო-პატრიოტულმა, ფილოსოფიურმა, სიყვარულისა და ერთგულების თემაზე დაწერილმა სიმღერებმა, სომეხი მომღერლის, კომპოზიტორის, გიტარისტის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის,რუბენ ჰახვერდიანის, სიმღერებმა, ცნობილი და და პოპულარული ავტორის შესრულებით.

მეტრომშენის სომხებით დასახლებული უბნის მოედანზე, „საქართველოს სომხური სათვისტომო“ ორგანიზაციის ინიციატივით, 9 მაისს გაიმართა მაისის სამი დღესასწაულისადმი მიძღვნილი „ერატონ-2016“ ფესტივალი ღია ცის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის საუკეთესო შემსრულებლებმა (ცეკვის ანსამბლებმა, მომღერლებმა). საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა კონცერტში მონაწილეობა მიიღო ექვსი ნომრით: ოქროს მედალოსანი "ტარონ" ცეკვის ანსამბლი, დუდუკის, დოლის წრეები, "ნერსეს შნორჰალი" საყმაწვილო ანსამბლი, "ჰაიოს ბენდ" ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის სოლისტები. ეს მშვიდობისათვის ბრძოლისა და გამარჯვების დღესასწაულებია, რომლებიც განსაკუთრებულია სომეხი ხალხისთვის და მოიცავს სამი თაობის გამარჯვებას, სახელწოდებით „ერატონ“ (სამი დღესასწაული).

13116480 636021686547248 4848799908643056689 o 13131038 636021329880617 830423150989093207 o 13147543 636021523213931 8766861366054096014 o 

13177394 636021146547302 7354123757040286013 n 13130972 636020903213993 7709395853531774628 o IMGP0393

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)