1geo

fb you od

შუშის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Shushi 

2016 წლის 7 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა შუშის განთავისუფლების 24 წლისთავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, ყარაბაღის ომის ვეტერანები სტანისლავ მანუკიანი და არტურ ბეგლარიანი, თბილისის სომეხი ინტელიგენციის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, "ჰაიარტუნ" ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც წაიკითხა ვილიამ საროიანის სტატია "სომეხი და სომეხი".

24 წლის წინ, არცახის ომის ქრონიკის დიდებული დღის, შუშის განთავისუფლების, მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა. მომხსენებელმა ისაუბრა სომხებისთვის დამახასიათებელი თავისუფლებისმოყვარე და ურყევი სულისკვეთების გამარჯვებაზე, რომელიც ჯარისკაცს თან სდევდა ავარაირის ბრძოლის, სარდარაპატის, შუშის განთავისუფლების დროს. შუშის განთავისუფლება ერის არსებობის თვითშეგნება იყო, ბრძოლის წლებში შეძენილი გამარჯვების ურყევი ნება, სამშობლოს განთავისუფლების მთავარი მიზანი. პოლკოვნიკმა სიტყვა დაასრულა სამშობლოს სიყვარულის, ენის, სომხური იდენტობის და სომეხი ადამიანის სახის ყველგან და ყოველთვის შენარჩუნების მოწოდებით.

ოთხდღიან ომში სამშობლოს საზღვრების სადარაჯოზე და არცახის თავდაცვის პირველ ხაზზე მდგომი 18-22 წლის ახალგაზრდების გმირობა გახდა მტკიცებულება იმისა, რომ სამშობლოს დაცვის დროს, თუნდაც მცირერიცხოვანი კონტიგენტით, შეიძლება გამარჯვება, ვინაიდან წყდება ერის არსებობის, ისტორიული სამშობლოს თავდაცვის საკითხი, - აი ეს იდეა ედო საფუძვლად საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველ კარენ მელიქიანის გამოსვლას.

ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის სომხური თემების ახალად დანიშნულმა სულიერმა მოძღვარმა. მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა ისაუბრა ერის ერთიანობისა და ეკლესიის გამაერთიანებელ ძალაზე. ძალა წარმოშობს უფლებას, სულისკვეთება კი - ძალას. ბრძოლის წინ სულიერი ლიდერის დამცავი ლოცვა და ჯვრის იმედზე ყოფნის მოწოდება ჯარისკაცების ამ სულისკვეთების გამარჯვების საწინდარია. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია ის გამაერთიანებელი ძალაა, რომელიც ომის პერიოდში ქრისტიანული სიყვარულით თავის გარშემო აერთიანებს ერს, ომის დროს კი მხარში უდგება ჯვრითა და ლოცვით, - თავის სიტყვაში აღნიშნა ღირსეულმა მღვდელმა.

ღონისძიების მსვლელობისას, არცახის ომის მონაწილე სტანისლავ მანუკიანმა შეასრულა არცახისადმი მიძღვნილი თავისი სიმღერა, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „ქორწილი მთებში“. ლევონ ჩიდილიანმა და ლიზა თოროსიანმა წაიკითხეს ავეტიქ ისააკიანის, ჰამო საჰიანის, გევორგ ემინის პატრიოტული ლექსები, "ნერსეს შნორჰალი" საყმაწვილო გუნდმა და სოლისტებმა - ნინა კარაპეტიანმა და ანი ჰოვანისიანმა, შეასრულეს დედა სამშობლოსადმი მიძღვნილი სიმღერები. გაისმა მადლიერების სიტყვები ღონისძიების ორგანიზატორებისადმი.

ღონისძიება იქცა მაისის სამი დღესასწაულისადმი მიძღვილი დღესასწაულების დასაწყისად.

DSC06558 DSC06564 DSC06583 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)