1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეწვია ახალციხეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1210 

2015 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუს არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის და მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის თანხლებით, ეწვია ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიას. მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში თავისი პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეპარქიის წინამძღვრის განკარგულებით ქალაქ ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის, ქალაქ ბორჯომის, დაბა ბაკურიანის, ბალანთა, მოლითი, ჩიხარულა, ტაბაწყური სოფლების ახლად დანიშნულმა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა.

საღმრთო ლიტურგიის დროს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დიდად შეაფასა ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩის ეკლესიაში სულიერი მოძღვრის მამა ღევონდ თოფაშიანის ერთწლიანი მღვდელმსახურება და ადგილობრივ მორწმუნეებს წარუდგინა სულიერი მამა. ეპარქიის ლიდერმა კეთილი სურვილებით და კურთხევის სიტყვით მიმართა ახლად დანიშნულ სულიერ მამას, ისაუბრა მის მიღებულ სულიერ განათლებასა და გაწეულ სამსახურზე, მადლიერება გამოუხატა სრულიად სომეხთა კათოლიკოს უწმინდეს და უნეტარეს გარეგინ მეორეს, ვისი განკარგულებითაც საქართველოს სომეხთა ეპარქია შეივსო ახალი სასულიერო მსახურებით, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანისა და მღვდელ თორგომ ვარდანიანის სახით.

მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა მადლიერება გამოუხატა ეპარქიის წინამძრვარს კურთხევისთვის და ქადაგებაში შეეხო დღის საიდუმლოს.

შემდეგ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის მღვდელთა სახლში ეპარქიის წინამძღვარს და არქიმანდრიტებს შეხვედრა ჰქონდათ ადგილობრივ სომხებთან. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივთა საჭირბოროტო საკითხები.

იმავე დღეს ეპარქიის ლიდერი და მისი თანმხლები პირები ახალციხის ვაჰრამ გაფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირში დაესწრნენ ჰოვანეს თუმანიანის სახელობის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორ, რამდენიმე წიგნის ავტორ ქალბატონ ლუბა მათევოსიანის "ახალციხის სომხების თავდაცვითი ბრძოლები 1917-1918 წლებში" წიგნის პრეზენტაციას.

დამსწრეები დალოცა და წიგნის პრეზენტაციას მაღალი შეფასება მისცა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა, წმინდა მამამ ხაზი გაუსვა წიგნის მეშვეობით ახალციხის ხალხის გმირული ისტორიის თაობებისთვის გადაცემის ღვაწლმოისილი პედაგოგის მიზანსა და მიდგომას.

12107151 415756401947730 575864406727295019 n 12088542 415756885281015 6511028683120528645 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)