სიახლეები
|
2017 წლის 30 ივლისს, სამდღიანი ვიზიტით, თბილისში სტუმრობდნენ გიუმრის „ჰაიორდიაც სახლის“ აღსაზრდელები. ვიზიტის მიზანი სომხეთის ახალგაზრდებისთვის თბილისის სომხური კვალის გაცნობა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის და გიუმრის ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელების ორმხრივი ურთიერთობა იყო. სულ სამი წლის ისტორიის მქონე გიუმრის ჰაიორდიაც ცენტრი გაიხსნა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევით და მოქმედებს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ქრისტიანული აღზრდის ცენტრის დირექტორის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვარდან ნავასარდიანის ზედამხედველობით.
|
დაწვრილებით...
|
|
სიახლეები
|
თბილისის სომეხი ახალგაზრდების ჯგუფმა,საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით, ზაფხულის დასვენების ორი კვირა გაატარა სკაუტთა ბანაკში, რომელიც უკვე 10 წელი ზედიზედ ეწყობა სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის სოფელ ლერმონტოვის ტყის მდელოზე. უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალგაზრდები ერთვებიან სკაუტთა ცხოვრებაში, უპირატესობას ანიჭებენ დასვენების გატარებას ჯანსაღი ცხოვრების წესით - ტყის მდელოზე.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა, რომელიც მოღვაწეობს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან, ლამაზი ინიციატივებით და ჩატარებული სულიერი, კულტურული და სათვისტომოს ღონისძიებებით, თავის გარშემო კიდევ ერთხელ გააერთიანა ბათუმის სომხური სათვისტომოს თითქმის ყველა წევრი. მისი მიზანი სომხური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაა, ცენტრი დღითიდღე აფართოებს საქმიანობის ფარგლებს და ადგილობრივ მოსახლეობას საზეიმო ღონისძიებებს ჩუქნის.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებამ (დირექტორი: ვალერი ბადალიანი), წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მიერ ახალგაზრდებისათვის მოწყობილ სამშობლოს გაცნობის პროგრამაში „არი ტუნ“. 25 ივნისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სომეხთა ეპარქიის 96 აქტიური ახალგაზრდა (თბილისიდან - 60, მარნეულის რაიონიდან -20, ბოლნისის რაიონიდან - 16) ჩაერთო პროგრამის სამ ეტაპში.
|
დაწვრილებით...
|
სიახლეები
|
2017 წლის 20 ივლისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს "მრავალფეროვანი საქართველო" პროექტის ფარგლებში ჩატარებული კულტურული ღონისძიება მიეძღვნა უდროოდ გარდაცვლილი პოეტის, მწერლის, მთარგმნელის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის ხსოვნას. ღონისძიება ჩატარდა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მხარდაჭერით, მეორე წელია ღონისძიება ახალქალაქში ტარდება.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 82, სულ 280 |