1geo

fb you od

თბილისის სომეხი ახალგაზრდების მხიარული დასვენება სკაუტთა ბანაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

8L1A4287 

თბილისის სომეხი ახალგაზრდების ჯგუფმა,საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით, ზაფხულის დასვენების ორი კვირა გაატარა სკაუტთა ბანაკში, რომელიც უკვე 10 წელი ზედიზედ  ეწყობა სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის   ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში,     სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის სოფელ ლერმონტოვის ტყის მდელოზე.    უკვე  რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალგაზრდები  ერთვებიან სკაუტთა ცხოვრებაში, უპირატესობას ანიჭებენ დასვენების  გატარებას ჯანსაღი ცხოვრების წესით - ტყის მდელოზე.

2017 წლის 11 ივლისს, დილით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების განაცხადით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორის,  ლევონ ჩიდილიანის ხელმძღვანელობით  თბილისის სომხური სათვისტომოს 10 ახალგაზრდა გაემგზავრა „ანდრნიკ“ სკაუტთა ბანაკში. ახალგაზრდების ჯგუფმა, ბორის მზიკიანის ხელმძღვანელობით 12 დღე ისიამოვნა საკარვო ცხოვრებით.

სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის    სკაუტთა ბანაკის ამ ეტაპში მონაწილეობას იღებდა    ერაყის, ლიბანის, ირანის, თბილისის  და ჯავახეთის ჯგუფები.     13 ივლისს საბანაკო ცხოვრების გახსნა იყო. ბანაკის გახსნის ცერემონია აკურთხა გუგარქის ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, არქიეპისკოპოსმა სეპუჰ ჩულჯიანმა.   

სკაუტთა ბანაკი  იდეალური შესაძლებლობაა დედა სამშობლოში, ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დიასპორის სომეხ   ახალგაზრდებთან ურთიერთობის,  ერთად სხვადასხვა სირთულეების გადალახვის, დღის ბოლოს კი კოცონის გარშემო შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის. მხიარული  და საინტერესო იყო ბანაკის ყოველდღიური ცხოვრება: ის იწყებოდა დილის ვარჯიშით და    დროშის აწევის ცერემონიით, შემდეგ   საუზმე,   კარვის და ტერიტორიის დასუფთავება, ლაშქრობები, ლექციები, თამაშობები,    საღამოს ვახშამი, სიმღერა და ცეკვა კოცონის გარშემო   და ისევ დროშის ცერემონია. ცხოვრება აქ იმდენად მიმზიდველი და მხიარული იყო, რომ ზოგი თბილისელი ახალგაზრდა „ანდრანიკ“ ბანაკში მეორედ, მესამედ და მეოთხედ იყო.

ანი და არმინე ღუშჩიანების, ბორის მზიკიანისა და სხვებისთვის ბანაკი   წინა წლებში შეძენილ  მეგობრებთან შეხვედრის და   სახალისო დღეების გატარების ბედნიერი შესაძლებლობაა.

საქართველოს სომეხი   ახალგაზრდები, აქტიურად მონაწილეობდნენ  ბანაკის ცხოვრებაში და დაიმსახურეს ბანაკის დირექტორის, რაიმონდ ჰარუთუნიანის მაღალი შეფასება.    

სომხეთში გატარებული დღეების განმავლობაში ახალგაზრდებმა   მოინახულეს  გოშავანქი, წიწერნაკაბერდი, ერაბლური, ერევნის „ჰაიორდიაც“ სახლი.  

ბანაკის მონაწილე სკაუტები  დაემშვიდობნენ ერთმანეთს,   მომავალ წელს შეხვედრის მოლოდინით.

8L1A4279 20045413 1658591130858160 5218427164227252332 o 20157370 1662316440485629 2989129376677188043 o 20449358 1673205796063360 7393761139343573892 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)