1geo

fb you od

მადის მომგვრელი ტოლმით გამასპინძლება ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

batumi tolma 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა, რომელიც მოღვაწეობს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან, ლამაზი ინიციატივებით და ჩატარებული სულიერი, კულტურული და სათვისტომოს ღონისძიებებით, თავის გარშემო კიდევ ერთხელ გააერთიანა ბათუმის სომხური სათვისტომოს თითქმის ყველა წევრი. მისი მიზანი სომხური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაა, ცენტრი დღითიდღე აფართოებს საქმიანობის ფარგლებს და ადგილობრივ მოსახლეობას საზეიმო ღონისძიებებს ჩუქნის.

2017 წლის 30 ივლისს, ალექსანდრე მანთაშიანც ცენტრის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მხარდაჭერით, ბათუმში პირველად მოეწყო სომხური ტოლმის ფესტივალი. ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის, ხელმძღვანელობით, განხორციელდა საორგანიზაციო დიდი სამუშაო, ფესტივალის სათანადო დონეზე ჩასატარებლად.

ფესტივალს ესწრებოდნენ ბათუმის სომხური სათვისტომოს, საზოგადოების წარმომადგენლები, სტუმრები, ტურისტები საქართველოს, სომხეთის და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებიდან.

ლამაზი, ეროვნული ელემენტებით გაწყობილი მაგიდები, ოსტატურად გაფორმებული ბოსტნეულის, ხილის მშვენიერი სინები და დიასახლისების დიდი ფანტაზიით მოწოდებული ტოლმის სხვადასხვა სახეობა.

გამასპინძლებამდე მხიარული სიმღერისა და მუსიკის თანხლებით დამსწრეებს ტოლმა წარედგინა არა მხოლოდ როგორც სომხური სამზარეულოს განუმეორებელი კერძი, არამედ საუბარი იყო მისი მომზადების თავისებურებებსა და დეტალებზე.

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერმა მოძღვარმა ღირსეულმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მილოცვა ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს. შემდეგ სულიერი მამამ აკურთხა მადის მომგვრელი ტოლმის 30 ქვაბი.

ბათუმში სომხური კულტურის გავრცელებისკენ მიმართულ ტოლმის ფესტივალს მიესალმა, ინიციატორებს და მონაწილეებს მიულოცა და შეკრებილებს სადღესასწაულო განწყობა უსურვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის გენერალურმა კონსულმა ეღიშე სარგსიანმა.

პატივცემულმა ჟიურიმ სათითაოდ შეაფასა 10 დიასახლისის მომზადებული ტოლმის სახეობები, დიდხანს მსჯელობდნენ, ვინაიდან რთული იყო საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევა.

ფესტივალის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებად ცნეს შუშან კირაკოსიანი, სვეტლანა ზაქარიაძე, შუშანიკ ვოსკანიანი. გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ტოლმა არ არის პირველი სომხურ არამატერიალურ ფასეულობათაგან, რომლის პოპულარიზაცია ხდება ბათუმში, ბათუმის სომხური სათვისტომო, ამ ტურისტული ქალაქის უამრავი სტუმარი და უცხოელი იღებს მონაწილეობას ტრადიციული ჰარისის მომზადების, სომხური ქადით გამასპინძლების ღონისძიებებში. ბათუმის სომხურ სათვისტომოში ფესტივალის დღემ ნამდვილად საზეიმოდ ჩაიარა, ვინაიდან სიმღერით და ცეკვით, მასპინძლობით და მაღალი საზეიმო განწყობით ფესტივალმა გარშემო შემოიკრიბა ბათუმის მთელი მოსახლეობა, როგორც ადგილობრივები, ასევე ამ საკურორტო ქალაქის უამრავი დამსვენებელი და სტუმარი. ტოლმის ფესტივალი ბათუმში ტრადიციად იქცევა.

1 1 1 3 1 4 1 2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)