1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი შეხვდა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

g04s48fe

სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი. 22 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიისჰაიარტუნკულტურის ცენტრში მინისტრი შეხვდა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი

დაწვრილებით...
 
საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრს ეწვია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი დავით საფარიანი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

spmmakbo

21 მარტს დილით საქართველოში სომეხთა ეპარქიისჰაიარტუნკულტურის ცენტრს ეწვია თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამ დღეებში თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მონაწილე სომხეთის რესპუბლიკის სპორტსმენთა დელეგაცია. სტუმართა შორის იყვნენ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი დავით საფარიანი, მისი მწვრთნელი არაიკ ბაღდადიანი, სრ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაიცემათა კომენტატორი კარენ გილოიანი. ოქროს მედალოსან სპორტსმენს დახვდნენ თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მამები, „ჰაიარტუნცენტრის თანამშრომლები,

დაწვრილებით...
 
დუდუკის კონცერტი საქართველოში სომეხთა ეპარქიის ცენტრში „ჰაიარტუნ“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

887151 348219075294911 953038915 o

17 მარტს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი ხალხით სავსე იყო. ერევნის კომიტასის სახელობის კონსერვატორიის ხალხური საკრავების განყოფილების გევორგ დაბაღიანის დუდუკის კლასის სტუდენტი არსენ პეტროსიანი გამოეხმაურა საქართველოში მცხოვრები ნიჭიერი მომღერლის რუბენ ვოსკანიანის განზრახვას, მონაწილეობა მიეღო სირიელი სომხების დახმარების საქველმოქმედო აქციაში და თბილისში გამოსულიყო სოლო-კონცერტით.

დაწვრილებით...
 
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენოსანის - მ.გრიგორიანის შემოქმედებით საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

6037 347808115336007 6006107 n

16 მარტს საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის ინიციატივით საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიუბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, "ღირსების" ორდენოსანის - მიქაელ გრიგორიანის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და მისი ფერწერული ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარინა მიზანდარი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი იური მეჩითოვი.

დაწვრილებით...
 
ქაღალდის ავანგარდული შოუ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრში „ჰაიარტუნ“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

577907 347776102005875 210979740 n

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამხატვრო ჯგუფის (მასწავლებელი თამარ სულხანიშვილი) ინიციატივითა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, 16 მარტს, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა შოუ „TAMAR and KIDS PAPER FASHION SHOW“. შოუ ჩატარდა პროექტის - „გადავარჩინოთ გარემო“ ფარგლებში. ქაღალდი, რომელიც მზადდება ხისგან, შედეგია ხის ჭრისა. ქაღალდის დაზოგვით ჩვენ ვიცავთ გარემოს, ხეებს ვარჩენთ განადგურებას. ნებისმიერი სახის ქაღალდი, მუყაო, გაზეთი, თეთრი და ფერადი ქაღალდი, პერგამენტი შეიძლება გადავაქციოთ ლამაზ ტანსაცმლად ან რაიმე აქსესუარად, - აი ეს იყო მონაწილეთა ხელნაკეთი ტანსაცმლის ჩვენების მიზანი.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 251 252 253 254 255 256 257 258 259 260 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 254, სულ 280