საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენოსანის - მ.გრიგორიანის შემოქმედებით საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე |
![]() |
![]() |
![]() |
16 მარტს საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის ინიციატივით საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიუბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, "ღირსების" ორდენოსანის - მიქაელ გრიგორიანის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და მისი ფერწერული ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარინა მიზანდარი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი იური მეჩითოვი. საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ რუბენ თოროსიანმა წარადგინა ხელოვანის განვლილი შემოქმედებითი გზა, აღნიშნა პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის თეატრში მუშაობის წლებში სომეხ და ქართველ დრამატურგთა ნაწარმოებებით მისი დადგმული სპექტაკლები. მიქაელ გრიგორიანის სამუშაო ნაყოფიერი იყო ასევე საქართველოს რადიოს სომხური გადაცემების რედაქციაში, მოსკოვის ОРТ და РТР ტელეარხებზე. |