საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრს ეწვია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი დავით საფარიანი |
![]() |
![]() |
![]() |
21 მარტს დილით საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრს ეწვია თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამ დღეებში თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მონაწილე სომხეთის რესპუბლიკის სპორტსმენთა დელეგაცია. სტუმართა შორის იყვნენ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი დავით საფარიანი, მისი მწვრთნელი არაიკ ბაღდადიანი, სრ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაიცემათა კომენტატორი კარენ გილოიანი. ოქროს მედალოსან სპორტსმენს დახვდნენ თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მამები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები, სპორტის მოყვარულები, ასევე სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეკრებილი საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის წმიდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. |