1geo

fb you od

მომლოცველობა სამცხე-ჯავახეთში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Akhalcikhe 

2015 წლის 6 ივნისს, ახალციხეში იყვნენ ჩასული მომლოცველთა ჯგუფები თბილისიდან, ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ვირაპიდან გამოსვლის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა, იქადაგა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა და ვერცხლის ჯვარი აჩუქა ეკლესიას. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს მორწმუნეებს მიმართა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ვისი წინამძღოლობითაც აკურთხეს ნაჩუქი ჯვარი. მომლოცველებმა დაათვალიერეს ახალციხის ღირსშესანიშნაობები, შემდეგ მონაწილეობა მიიღეს სიყვარულის სადილში (აგაპე) და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

მომლოცველებს თან ახლდნენ ნინოწმინდიდან მღვდელი არმაშ პოღოსიანი, ახალქალაქიდან - მღვდელი ტათევ მარუქიანი, თბილისიდან - დიაკვანი გევორგ ანტონიანი. ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი შეხვდნენ „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიის სამეურვეო საბჭოს წევრებს და ქალაქის აქტივს, სასულიერო პირებსა და საერო წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ეკლესიის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო, საორგანიზაციო და სხვა საკითხები.

წინა დღეს ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და ვიკარიუსმა ბაბგენ სალბიანმა ახალქალაქში მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩასული ცნობილი შემსრულებლების და მსახიობების მონაწილეობით გამართულ კონცერტში და ვიკარიატში მიიღეს სტუმრები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)