1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრაში რელიგიური კონფესიების ლიდერებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

gh 

2014 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა რელიგიური კონფესიების ლიდერებს. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

საუბრის მთავარი თემა ბოლო დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები და მათი პრევენცია იყო. ქვეყნის პირველმა პირმა მოისმინა სასულიერო ლიდერების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
შეხვედრაზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხაზი გაუსვა საკითხის სერიოზულობას, ასევე გამოვიდა შემდეგი რეკომენდაციებით:
პირველი, სასამართლო პროცედურებში, სადაც განიხილება ოჯახური საკითხები, აუცილებელია სასულიერო პირების ჩართვა;
მეორე, სახელმწიფოს დახმარებით ეკლესიებს შესაბამისი რაოდენობით სასულიერო პირების ყოლის შესაძლებლობა მიეცეს, რომლებიც, ძველი საეკლესიო ტრადიციების თანახმად, იქნებიან სამრევლო მღვდლები და ოჯახის ახლობლები. ყოველი მათგანი იქნება ოჯახის სანდო პირი, ხელს შეუწყობს ოჯახის სიმყარეს. ასეთი მაგალითები არის აღმოსავლეთში მოქმედ სომხურ თემებში;
მესამე, სამღვდელოებას მიეცეს სკოლებში უფროსკლასელებთან მუშაობის და სკოლასთან ერთად მოსწავლეთათვის სულიერი განათლების მიცემის შესაძლებლობა;
მეოთხე, როგორც რამდენიმე კვირის წინ მოუწოდებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ტელეარხებით უფრო მეტად იყოს ნაჩვენები დადებითი, კეთილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო როგორც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ასევე სხვა რელიგიური კონფესიების ლიდერთა წინადადებები და დაავალა მის მრჩეველს ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდს ყველა წინადადება შეაჯამოს და წარუდგინოს პრეზიდენტს.
პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, რომ მსგავსი შეხვედრები გახდეს პერმანენტული, ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთან რელიგიურ კონფესიების თანამშრომლობას, საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)