1geo

fb you od

საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება თბილისის სურბ მინას სომხური ეკლესიის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

sd 

2014 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება თბილისში მდებარე სურბ მინას სომხური ეკლესიის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტი ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს სახალხო დამცველი სურბ მინასის ტაძრის დაზიანებას ეხმიანება

2014 წლის 19 სექტემბერს, თბილისში მე 18-ე საუკუნის მიწურულს აგებული  სურბ მინასის ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა. ეკლესია გელათის ქუჩა №13–ში მდებარეობს.

სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტოს თბილისში ხუთი და ახალციხეში ერთი სომხური წარმომავლობის ე.წ. „სადავო“ ეკლესიების საკითხი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლები დაუბრუნდეს მათ ისტორიულ მეპატრონეს.

გარდა ამის,  სახალხო დამცველი მოუწოდებდა მთავრობას, ყველაფერი ეღონა, რათა ძეგლები არ დაზიანებულიყო და მათზე კონსერვაცია/რესტავრაციის პროცესი დაწყებულიყო.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თოთოეული ამ ძეგლის მდგომარეობა დამძიმდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი სრული დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2009 წელს ჩამოიქცა სურბ გევორგის ეკლესის გუმბათი და კედლები, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ ნშანის ეკლესიის სვეტი და შესასვლელი.

შეშფოთებით უნდა აღინიშნოს რომ, დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია შესაბამისი აღდგენა-შენახვითი სამუშაოები, რამაც ეს სავალალო შედეგები გამოიწვია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს დროული და ეფექტური ზომები, რათა  კულტურის მემკვიდრეობის ძეგლები დაიცვას  დაზიანება-დანგრევისგან და დაიწყოს ე.წ. „სადავო“ ეკლესიების საკითხის გადაჭრა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)